Fundamentals of Entrepreneurship

მეწარმეობის საფუძვლები (მოსწავლეთა კომპანია) ჯუნიორ ეჩივმენტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამაა, რომელიც 1919 წლიდან ეხმარება ახალგაზრდებს სამეწარმეო აზროვნების განვითარებაში. პროგრამა განკუთვნილია 15-18 წლის მოსწავლეებისთვის და აძლევს მათ უნიკალურ შესაძლებლობას, საკუთარი ბიზნესიდეა რეალურ პროდუქტად ან მომსახურებად აქციონ.

პროგრამის განმავლობაში მოსწავლეები ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ქმნიან და მართავენ სასწავლო მინიკომპანიას. ისინი ირჩევენ ბიზნესიდეას, ქმნიან გუნდს, ინაწილებენ როლებს, იკვლევენ ბაზარს, ამზადებენ ბიზნესგეგმას, მოიზიდავენ საწყის კაპიტალს, ქმნიან პროდუქტს ან მომსახურებას, ახორციელებენ გაყიდვებს და მართავენ კომპანიის ფინანსებს.

მეწარმეობის საფუძვლების პროგრამა ეფუძნება „სწავლა კეთებით“ მიდგომას. მოსწავლეები არა მხოლოდ ეცნობიან ბიზნესის, ეკონომიკისა და მეწარმეობის ძირითად ცნებებს, არამედ თავად იღებენ გადაწყვეტილებებს, პასუხისმგებლობას და პრაქტიკულად გამოცდიან, როგორ ფუნქციონირებს კომპანია რეალურ გარემოში.

პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და მოხალისე მენტორების ჩართულობა. ისინი მოსწავლეებს უზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, ეხმარებიან იდეების დახვეწაში, აძლევენ უკუკავშირს და აჩვენებენ, რა უნარებია საჭირო თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატებისთვის.

პროგრამის მიზანი

მეწარმეობის საფუძვლების მიზანია, მოსწავლეებმა საკუთარი გამოცდილებით გაიგონ, როგორ იქმნება და იმართება ბიზნესი. პროგრამა მათ ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, განივითარონ მეწარმეობრივი აზროვნება და დაინახონ მეწარმეობა როგორც მომავალი პროფესიული განვითარების ერთ-ერთი რეალური გზა.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები:

  • ქმნიან რეალურ სასწავლო მინიკომპანიას;
  • ირჩევენ დირექტორთა საბჭოს და ინაწილებენ მმართველობით როლებს;
  • მოიზიდავენ საწყის კაპიტალს აქციების გაყიდვის გზით;
  • ატარებენ ბაზრის კვლევას;
  • ქმნიან ბიზნესგეგმას;
  • ავითარებენ პროდუქტს ან მომსახურებას;
  • გეგმავენ მარკეტინგულ და გაყიდვების აქტივობებს;
  • აწარმოებენ ფინანსურ აღრიცხვას;
  • მონაწილეობენ გამოფენა-გაყიდვებსა და კონკურსებში;
  • პროგრამის ბოლოს ამზადებენ ანგარიშს და წარადგენენ კომპანიის შედეგებს.

რას სწავლობენ მოსწავლეები?

პროგრამა ავითარებს იმ უნარებსა და დამოკიდებულებებს, რომლებიც ახალგაზრდებს სჭირდებათ როგორც სამეწარმეო, ისე პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში. მონაწილეები სწავლობენ:

  • შემოქმედებით აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრას;
  • გუნდურ მუშაობასა და ლიდერობას;
  • კომუნიკაციასა და პრეზენტაციას;
  • გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებას;
  • მიზნების დასახვასა და დროის მართვას;
  • ფინანსურ და ეკონომიკურ აზროვნებას;
  • რისკების შეფასებასა და მართვას;
  • პასუხისმგებლობის აღებას;
  • საკუთარი იდეის რეალურ ღირებულებად გარდაქმნას.

პროგრამა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, სკოლაშივე გამოსცადონ ბიზნესის შექმნისა და მართვის სრული პროცესი – იდეიდან მოქმედ კომპანიამდე. პროგრამა აძლიერებს მოსწავლეების თავდაჯერებულობას, ინიციატივას და მზაობას, მომავალში თავად შექმნან შესაძლებლობები საკუთარი თავისა და საზოგადოებისათვის.

Additional features of the program:

  • მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გამოფენა-გაყიდვებში და შეჯიბრებებში. საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 5 საუკეთესო კომპანია, რომელთა შორის გაიმართება კონკურსი „წლის კომპანიის“ გამოსავლენად. გამარჯვებული გუნდების  წევრებს გადაეცემათ პრიზები და სერტიფიკატი, რომელიც ცნობადია მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში;
  • საქართველოს „წლის კომპანიის“ გამარჯვებული გუნდი ქვეყნის სახელით წარდგება „ევროპის მოსწავლეთა კომპანიის“ კონკურსზე GEN_E;
  • მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ  საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე სასერტიფიკატო პროგრამაში Entrepreneurial Skills Pass (ESP), რომლის შესახებ ინფორ­მაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://www.jaworldwide.org/esp.

მოსწავლეთა კომპანიის ელექტრონული სახელმძღვანელოები

იყავი მეწარმე (13-დან 19 წლამდე ახალგაზრდებისთვის)

Be an entrepreneur

Junior Achievement Georgia (JAG), in partnership with the Crystal Foundation, the microfinance organization Crystal, and with the financial support of

see more

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები

about us

“Junior Achievement Georgia” has been promoting the teaching of entrepreneurial and financial education programs in Georgia since 2002.

Contact

Subscribe to channels