მოსწავლეთა კომპანიის რეგისტრაცია
შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

YES – საქართველო

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო (JAG), კრისტალის ფონდთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალთან პარტნიორობით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს: “ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლების გენერირების მხარდაჭერის პროგრამას საქართველოში“ (YES-Georgia).

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას ახალგაზრდული საწარმოების მეშვეობით, რელევანტური უნარების ინოვაციური მიწოდებით და ახალი დისკურსების გზით.

პროექტი YES-საქართველო, JA საქართველოს კომპონენტის მეშვეობით, მიზნად ისახავს სამომხმარებლო, ეკონომიკური, სოციალური, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის მოგვარების, ლიდერობისა და დაგეგმვის უნარ-ჩვევების განვითარებას სკოლის მოსწავლეებს შორის, რომელიც საფუძველს უქმნის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას და მოამზადებს ახალგაზრდებს ეკონომიკის სფეროში წარმატების მისაღწევად. ამგვარად, YES-საქართველო, JA საქართველოსთან თანამშრომლობით, გააფართოვებს მიზნობრივი ბენეფიციარების ჯგუფს X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შორის.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში პროექტი YES – საქართველო:

  • ქართულად მოამზადებს პროგრამას „იყავი მეწარმე“, დამატებით მასალებთან ერთად;
  • მოამზადებს 30 სკოლის პედაგოგს, რომლებიც განაწილდებიან 3 ჯგუფად, (თითოეულ ჯგუფში მინიმუმ 10 პედაგოგი), რომლებსაც ჩაუტარდებათ 15 საათიანი პედაგოგთა ტრენინგი;
  • JA საქართველო სპეციალურ კურსს „იყავი მეწარმე“ ჩაუტარებს 600 ახალგაზრდას (სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები, 30 სკოლიდან) მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • ჩაატარებს ორ კონკურსს, გამოავლენს საუკეთესო ბიზნეს გეგმას და უზრუნველყოფს გამარჯვებულების სწავლას „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“-ში, რომელიც შეიქმნა პროექტის YES საქართველოს ფარგლებში;
  • ტრენერებისათვის უზრუნველყოფს საქმიანობის მონიტორინგს, შეფასებას, აგრეთვე ონლაინ კონსულტაციებს.

ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამის „იყავი მეწარმე!-ს“ მიზანი

ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამის „იყავი მეწარმე!-ს“ მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ მაღალ კლასებში სამეწარმეო ინიციატივებს ბიზნესგეგმის ძირითადი კომპონენტების შესწავლის მეშვეობით.

პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:

  • წარმატებული მეწარმის თვისებებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემეცნებას;
  • სამეწარმეო იდეის შეფასებას პროდუქტის, მომხმარებლის და კონკურენტული უპირატესობის კრიტერიუმების მეშვეობით;
  • ბიზნეს-დაგეგმვის უნარების დემონსტრირებას სამეწარმეო წამოწყებებში, მარკეტინგული, მენეჯერული, საფინანსო და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებას. 

 

მოდულები:

მოდული პირველი: შესავალი მეწარმეობაში

სტუდენტები გაეცნობიან წარმატებული ბიზნესის დაწყების ელემენტებს, მითებს და ფაქტებს მეწარმეობის შესახებ, მონაწილეობას მიიღებენ პროდუქტის შექმნის კონკურსში.

მოდული მეორე: რა არის ჩემი ბიზნესი?

მოსწავლეები პროდუქტისა და სერვისის შესახებ იდეის გასავითარებლად ირგებენ სხვადასხვა მეწარმეთა როლებს, უკეთებენ ანალიზს წარმატებული სამეწარმეო საქონელის წყაროებს, რომ შეარჩიონ პროდუქტი ან მომსახურება თავიანთი ბიზნეს გეგმისთვის.

მოდული მესამე: ვინ არის ჩემი მომხმარებელი?

მოსწავლეთა ჯგუფი ქმნის და წარმოადგენს განაცხადს, რათა დემონსტრაცია გაუკეთონ იმას, თუ როგორ მონაწილეობს ბაზრის საჭიროებები, აგრეთვე სამიზნე ჯგუფები წარმატებულ მეწარმეობაში.

მოდული მეოთხე: რა არის ჩემი უპირატესობა?

სტუდენტები აფასებენ იმ ფაქტობრივ კომპანიებს, რომლებმაც კონკურენტუნარიანი უპირატესობების არჩევა და გამოყენება შეძლეს.

მოდული მეხუთე:  კონკურენტული უპირატესობა

მოსწავლეები იწყებენ თამაშს, რომელიც ასახავს ეფექტურ კონკურენტულ უპირატესობას და იძლევა შესაძლებლობას, რომ შეირჩეს მათთვის საუკეთესო სამეწარმეო საქმიანობა.

მოდული მეექვსე: ეთიკა ბიზნესისთვის

მოსწავლეები სწავლობენ, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ეთიკა ბიზნესის გრძელვადიანი განვითარებისთვის.

მოდული მეშვიდე: ბიზნესგეგმა

წარმატებული მეწარმეების ძირითად ელემენტებს მოსწავლეები იყენებენ თავიანთი პროდუქტის ან მომსახურებისთვის და ადგენენ ბიზნესგეგმას.

პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების და მწვანე გადასვლის მხარდასაჭერად

2025 წლის 3 იანვარს, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ და გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP Georgia), დაიწყეს ერთობლივი პროექტი ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები

მეტის ნახვა

აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით

პროექტი საქართველოს, უკრაინისა დამოლდოვას რესპუბლიკის ახალგაზრდებს მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურავს. გარდა ამისა, მონაწილეები გაიუმჯობესებენ დასაქმების

მეტის ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

The Coca-Cola Foundation-ის დაფინანსებით, 2022 წლის აგვისტოში ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ დაიწყო ერთწლიანი პროექტი “საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება”, რომელიც მიზნად

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები