2025 წლის 3 იანვარს, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ და გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP Georgia), დაიწყეს ერთობლივი პროექტი ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების და მწვანე გადასვლის მხარდასაჭერად“, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „პროფესიული განათლებისა და სწავლების მოდერნიზაცია სოფლის მეურნეობაში და სოფლის განვითარებაში“ ნაწილია. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს მწვანე მიმართულებით სოფლის მეურნეობის სფეროში ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლად მცხოვრები ადამიანიების პროდუქტიულობის, შემოსავლისა და დასაქმების გაზრდას და თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრადი სოფლის ეკონომიკის ზრდას.
პროექტი ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების და მწვანე გადასვლის მხარდასაჭერად’’, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და ნიშური წარმოების სფეროში საჭირო დამატებითი სასწავლო პროგრამების შემუშავებას, რათა სოფლად მცხოვრებ ადამიანებს შეუქმნას შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციის შესაძლებლობები. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოებაში სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებები ხდება, დგება სამეწარმეო პრაქტიკის უფრო მწვანე პრაქტიკაზე გადატანის საჭიროება. შესაბამისად, მიმდინარე პროექტი დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარება მწვანე ტრანზიციის პერიოდში უნარების განვითარების საჭიროებების დადგენასა და მიღებაში.
პროექტის მიზნები:
- მწვანე უნარების განვითარების ოპტიმიზაცია სოფლის მეურნეობაში და ამ ცოდნისა და უნარების მიწოდება დაინტერესებული მხარეებისთვის;
- სოფლის განვითარებისა და ნიშური წარმოებისთვის საჭირო კვალიფიკაციების შემუშავება და მიწოდება დაინტერესებული მხარეებისათვის.
პრიექტის ძირითადი აქტივობები:
- კონსულტაციები, შეხვედრები და/ან ვორქშოფები პროფესიულ კოლეჯებთან, კერძო სექტორის ორგანიზაციებთან და სფეროს ექსპერტებთან მწვანე ტრანზიციის უნარებისა და კვალიფიკაციის საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის, სიის შედგენისთვისა და მინიმუმ ორი პრიორიტეტული კვალიფიკაციის გამოვლენისთვის;
- სფეროს ექსპერტების დახმარებითა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე, განახლდება ან შეიქმნება ახალი კვალიფიკაციები. მომზადდება პროფესიული სასწავლო პროგრამები და კურიკულუმები მწვანე ტრანზიციის უნარების მიხედვით. შემუშავდება ან განახლდება მინიმუმ ორი მწვანე კვალიფიკაცია სოფლის მეურნეობაში და ორი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა. ასევე, განახლდება ან შემუშავდება შესაბამისი საგანმანათლებლო სტანდარტები არჩეული კვალიფიკაციის მიმართულები;
- სოფლის თემის წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტებთან, მცირე საწარმოებთან და პროფესიული განათლების პროვაიდერებთან ერთად, განისაზღვრება და პრიორიტეტულად გამოვლინდება სოფლის ეკონომიკის სექტორები და ნიშური პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ ახალი უნარებისა და კვალიფიკაციების განვითარებას. შემუშავდება ან განახლდება ორი კვალიფიკაცია: ერთი სოფლის განვითარებისთვის და ერთი ნიშური წარმოებისთვის. განახლდება შესაბამისი საგანმანათლებლო სტანდარტები.
- სფეროს ექსპერტების, დარგის პროფესიონალებისა და განათლების პროვაიდერების ჩართულობით, შემუშავდება სასწავლო რესურსები შერჩეული კვალიფიკაციების სასწავლო გეგმისა და პროგრამების შესაბამისად, სადაც შევა შესაბამისი სასწავლო მასალები და რესურსები და მიეწოდება დაინტერესებულ აუდიტორიას.
- ექსპერტების დახმარებითა და ჩართულობით, მოეწყობა პროფესიული განათლების პროვაიდერების შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები მწვანე ტრანზიციის უნარებში. გადამზადდებიან განათლების პროვაიდერები და კოლეჯებში ან სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებში უზრუნველყოფილი იქნება ახალი სასწავლო კურსის განხორციელების პროცესის პრაქტიკული მხარდაჭერა. შემუშავდება სასწავლო სახელმძღვანელოები და გადამზადდება მინიმუმ 15 პედაგოგი და დარგის სპეციალისტი მწვანე უნარების ტრენინგების უზრუნველსაყოფად.
- სოფლის ეკონომიკისა და ნიშური წარმოების პროგრამების განსახორციელებლად, კოლეჯების პედაგოგებისთვის, კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების პროვაიდერებისთვის შემუშავდება ორი სასწავლო სახელმძღვანელო, გადამზადდება მინიმუმ 30 პედაგოგი და დარგის სპეციალისტი, რომელთაც ახალი კურსების მიმდინარეობისას პრაქტიკული მხარდაჭერა გაეწევათ.