მოსწავლეთა კომპანიის რეგისტრაცია
შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

The Coca-Cola Foundation-ის დაფინანსებით, 2022 წლის აგვისტოში ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ დაიწყო ერთწლიანი პროექტი “საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალების წახალისებას, ისწავლონ და განახორციელონ მეწარმეობა.

პროექტი ხორციელდება USAID/Georgia-თან და Coca-Cola Bottlers Georgia-სთან თანამშრომლობით და ხელს უწყობს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას საქართველოს ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარების მიზნების მიღწევაში. პროექტი გააძლიერებს სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდა ქალებს და ამით ხელს შეუწყობს საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას.

პროექტი მოამზადებს გურიის, აჭარის და სამეგრელო/ზემო-სვანეთის რეგიონების სოფლის 30 საჯარო სკოლებისა და კოლეჯების მასწავლებელს. ეს მასწავლებლები შექმნიან სამეწარმეო განათლების ჯგუფებს და JA-ს “იყავი მეწარმე” პროგრამას მიაწვდიან დაახლოებით 1000 ახალგაზრდა ქალს მათ შესაბამის სკოლებში და საზოგადოებრივ კოლეჯებში. პროგრამა “იყავი მეწარმე” ხელს უწყობს ბიზნეს ინიციატივებს და ასწავლის ბიზნესის დაგეგმვის საფუძვლებს.

ახალგაზრდები პროგრამაში მონაწილეობის შედეგად: შეისწავლიან წარმატებული მეწარმეობის მახასიათებლებსა და პრაქტიკას; აღჭურვილი იქნებიან სამეწარმეო იდეების შესაფასებლად; და გამოიმუშავებენ საკვანძო ბიზნეს უნარებს, როგორიცაა სტარტაპის დაწყება, მარკეტინგი, ფინანსები, მენეჯმენტი და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება. 

პროგრამის დასასრულს ახალგაზრდა ქალები იბრძოლებენ თავიანთი ბიზნეს გეგმების დაფინანსებისთვის, საბოლოოდ კი მინიმუმ 30 საუკეთესო ბიზნეს იდეა დაფინანსდება და იქნება მხარდაჭერილი.

პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების და მწვანე გადასვლის მხარდასაჭერად

2025 წლის 3 იანვარს, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ და გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP Georgia), დაიწყეს ერთობლივი პროექტი ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები

მეტის ნახვა

აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით

პროექტი საქართველოს, უკრაინისა დამოლდოვას რესპუბლიკის ახალგაზრდებს მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურავს. გარდა ამისა, მონაწილეები გაიუმჯობესებენ დასაქმების

მეტის ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

The Coca-Cola Foundation-ის დაფინანსებით, 2022 წლის აგვისტოში ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ დაიწყო ერთწლიანი პროექტი “საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება”, რომელიც მიზნად

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები