2025 წლის 15 და 17 იანვარს ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს წარმომადგენლებმა ხაშურსა და ზუგდიდში, ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების და მწვანე გადასვლის მხარდასაჭერად“ ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები გამართეს, რომელთა მიზანიც მწვანე გარდამავალი და სოფლის განვითარებისათვის საჭირო უნარებისა და კვალიფიკაციების იდენტიფიცირებაა, რომ შემდგომში, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და ამ ცოდნის და უნარების სხვადასხვა ჯგუფებისთვის მიწოდება მოხდეს.
აღნიშნული პროექტი გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში UNDP Georgia-ს პროგრამის, „პროფესიული განათლებისა და სწავლების მოდერნიზაცია სოფლის მეურნეობაში და სოფლის განვითარებაში“ ნაწილია, დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და ნიშური წარმოების სფეროში საჭირო დამატებითი სასწავლო პროგრამების შემუშავების ხელშეწყობას, რათა სოფლად მცხოვრებ ადამიანებს შეუქმნას შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციის შესაძლებლობები.
პროექტის შესახებ: https://jag.ge/projects/advancing-the-green-transitioning-and-rural-development-curriculum/