JA Worldwide ნომინირებულია 2025 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში

შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

ჩვენ თვითონ (5-დან 7 წლამდე ახალგაზრდებისთვის)

JA უნარ-ჩვევების პროგრამა ახალგაზრდებში ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ შერჩეული მასწავლებელი, ბიზნეს მოხალისე ან იმავე სკოლის “მეწარმეობის საფუძვლების” კურსდამთავრებული ასწავლის. თითოეული პროგრამის გაკვეთილებზე სახალისო თამაშები და აქტივობები ხორციელდება. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ეკონიმიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და ეხმარება მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარების განვითარებაში. პროგრამის განხორციელების შედეგად არა მარტო მოსწავლეებს უყალიბდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები არამედ მას დადებითი გავლენა აქვს მასწავლებლის, მშობლის და ზოგადად ადგილობრივი თემის უნარ-შესაძლებლობებზე.

პროგრამა “ჩვენ თვითონ” მოსწავლეებისთვის თვალსაჩინოს ხდის მათი მომავალი სამუშაო ადგილის შესაბამისობას მათ განათლებასთან. ის აგებულია საფეხურის შესაბამის როლურ ცნებებზე, რომელთაგან უპირველესია: ინდივიდი, მუშაკი და მომხმარებელი.

პროგრამის მიზნები:

პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:

  • შეავსოს დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმა ბიზნესსა და ეკონომიკასთან დაკავშირებული უნარებითა და კონცეფციებით;
  • გაზარდოს მოსწავლეთა ცოდნა „პირადი ეკონომიკის“ სფეროში;
  • დაეხმაროს მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, რომ ინდივიდები აკეთებენ არჩევანს;
  • გააცნოს მოსწავლეებს ფული ისე, რომ ხაზი გაესვას მისი გამომუშავებისა და დაზოგვის ასპექტებს;
  • გაააზრებინოს მოსწავლეებს განათლების მნიშვნელობა მათი მომავლისათვის.

მოდულები:

მოდული პირველი: თოკოს მოგზაურობა ფერმაში

  • პიროვნების როლის გააზრება;
  • ინდივიდუალური განსხვავებების დაფასება.

მოდული მეორე: ანანო და კარუსელი

  • ფულის არსის განსაზღვრა;
  • მონეტების, როგორც ფულის სახეობის, გაცნობა;
  • სხვადასხვა მონეტების ერთმანეთისგან განსხვავება.

მოდული მესამე: სანდრომ ბოსტანი გააშენა

მოსწავლეები:

  • გააანალიზებენ ერთად მუშაობის მნიშვნელობას;
  • გაიგებენ, რომ, ფულის გარდა, სხვა სახის ანაზღაურებაც არსებობს.

მოდული მეოთხე: მეგი საჩუქარს ყიდულობს

მოსწავლეები შეძლებენ:

  • იმსჯელონ ფულის დაზოგვის მნიშვნელობაზე;
  • განსაზღვრონ, სად ინახავენ ადამიანები ფულს;
  • ისაუბრონ ფულის დაზოგვისა და მოგროვების ხერხებზე;
  • დაასახელონ, რისთვის დაზოგავდნენ ფულს.

მოდული მეხუთე: საბა და ახალი სათამაშო მოედანი

მოსწავლეები შეძლებენ:

  • აღმოაჩინონ სხვების სასარგებლოდ ფულის გამოყენების გზები;
  • გაიგონ სამუშაოს ღირებულება;
  • დააფასონ ქველმოქმედების მნიშვნელობა.

პროგრამა შედგება 5 გაკვეთილისგან და თითოეულ მათგანში მოცემულია:

  • მიმოხილვა – მასწავლებლის მიერ ჩასატარებელი აქტივობების მოკლე აღწერილობა.
  • მიზნები – სწავლების შედეგებს: რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს მოსწავლე გაკვეთილიდან.
  • მომზადება – რჩევებს გაკვეთილის მოსამზადებლად.
  • ცნებები და უნარები – ცნებებისა და უნარების ჩამონათვალი ყოველი გაკვეთილისთვის.
  • დრო – საშუალო დრო თითოეული გაკვეთილისთვის არის 30 წუთი.
  • დასკვნა და შეჯამება – გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება გაკვეთილის მიზნები.
  • პირადი მიზნების დასახვა – მოსწავლეების წახალისება, რათა ყოველი აქტივობა დააკავშირონ სასწავლო მიზნებთან და კარიერულ შესაძლებლობებთან.
  • დამატებითი აქტივობები – მასწავლებლის მიერ სხვა საგნების გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები, რომლებიც აფართოებს მოსწავლის ცოდნას.
  • გაკვეთილის მონახაზი – გაკვეთილის თანმიმდევრული სცენარს, რათა მასწავლებელმა ადვილად შეძლოს მიზნების მიღწევა.

თითოეული გაკვეთილისთვის განსაზღვრულია საჭირო მასალების ჩამონათვალი:

  • მასწავლებლის გზამკვლევი 
  • მოსწავლის რვეული 
  • სასწავლო სახელმძღვანელო 
  • «ჩვენ თვითონ» 
  • სამუშაო ფურცელი «ჩემი საყვარელი ცხოველი» 
  • ბარათი და მაგნიტი 
  • მონეტების ბარათი (ა-ე) 
  • მონეტებიანი გადასაფხეკი სანიშნე 
  • სამუშაო ფურცელი «დავთესოთ ბოსტნეული» 
  • სტიკერების ფურცელი «ბოსტანი» 
  • სამუშაო ფურცელი «ვიყიდოთ საჩუქარი» 
  • სტიკერების ფურცელი «მონეტები» 
  • გასაშლელი ბანკის ყულაბა 
  • სამუშაო ფურცელი «ავაშენოთ სათამაშო მოედანი» 
  • სერტიფიკატი 
  • პატარა წიგნი «ჩვენ თვითონ» 

პროგრამის განხორციელება:

JA უნარ-ჩვევების პროგრამის მასალებში შედის: მასწავლებლის გზამკვლევი, სასწავლო მასალა და დამხმარე თვალსაჩინო რესურსები.

პროგრამების შეძენის შემთხვევაში მფლობელი საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს და ახორციელებს სასწავლო პროცესს. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც დამრიგებლის საათზე, ისე გაკვეთილების შემდეგ კლუბური მეცადინეობის სახით.

პროგრამების შეძენის შემდეგ პირმა, რომელიც გეგმავს პროგრამის განხორციელებას, მეცადინეობების დაწყებამდე უნდა გაიაროს “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს” პედაგოგთა/ტრენერთა მოსამზადებელი უფასო ტრენინგი. ამით იგი მიიღებს იმ დამატებით გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მას დასჭირდება გაკვეთილების ჩატარებისას.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 6 აკადემიური საათი. იგი მოიცავს სწავლების მეთოდოლოგიას, პროგრამის საბაზისო ცნებების მიმოხილვასა და მეწარმეობის სწავლების თავისებურებებს.

გაკვეთილების დაწყებამდე მასწავლებელმა “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო”-ს ადგილობრივ ოფისს უნდა გადასცეს ინფორმაცია მეცადინეობების გრაფიკისა და პროგრამაში ჩართულ მოსწავლეთა შესახებ სერტიფიკატის დადასტურების მიზნით. “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო” პროგრამის მიმდინარეობისას ჩაატარებს მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მასწავლებლისთვის ინდივიდუალური კონსულტაციების გამართვას.

პროგრამის ღირებულება:

მუნიციპალიტეტის, სკოლის, ბიზნესის წარმომადგენლისა და ორგანიზაციისთვის ღირებულება ერთ მოსწავლეზე:

  • ქართულენოვანი – 40 ლარი.
  • ინგლისურენოვანი – 70 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები გააკეთებენ პროგრამის
პრეზენტაციას, სადაც დეტალურად გაეცნობით თითოეული პროგრამის სასწავლო მასალებს
ვიზუალურად. ასევე, შესაძლებელია თქვენთვის მისაღები განხორციელების სტრატეგიების შემუშავება.

მოსწავლე, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ან/და რომელიც მოკლებულია მზრუნველობას, პროგრამაში ერთვება უფასოდ, თუმცა აღნიშნული არ უნდა აღემატებოდეს შეძენილი მასალების რაოდენობის 10%-ს.

სკოლისთვის, რომელიც შეიძენს საშუალოდ 15 პაკეტს და მეტს, განხორციელდება ფასდაკლება ჯამური შენაძენის ოდენობის მიხედვით.

საკონტაქტო ინფრმაცია: ტელეფონი: +995 558 56 55 99; ელ.ფოსტა: jag@jag.ge

იყავი მეწარმე (13-დან 19 წლამდე ახალგაზრდებისთვის)

როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ

მეტის ნახვა

ფულზე მეტი (9-დან 12 წლამდე ახალგაზრდებისთვის)

როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ

მეტის ნახვა

ჩვენი ქვეყანა (9-დან 12 წლამდე ახალგაზრდებისთვის)

როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები