როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ შერჩეული მასწავლებელი, ბიზნეს მოხალისე ან იმავე სკოლის “მეწარმეობის საფუძვლების” კურსდამთავრებული ასწავლის. თითოეული პროგრამის გაკვეთილებზე სახალისო თამაშები და აქტივობები ხორციელდება. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ეკონიმიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და ეხმარება მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარების განვითარებაში. პროგრამის განხორციელების შედეგად არა მარტო მოსწავლეებს უყალიბდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები არამედ მას დადებითი გავლენა აქვს მასწავლებლის, მშობლის და ზოგადად ადგილობრივი თემის უნარ-შესაძლებლობებზე.
პროგრამა “ჩვენი ქვეყანა” მოსწავლეებს აცნობს მეწარმეობისა და მასთან გადამკვეთი სოციალური მეცნიერების ადრეულ, პირველი საფეხურების სასწავლო მიზნებს, რომლებიც მოიცავს: ქვეყანას, რესურსებს, მიწოდების ჯაჭვსა და პრობლემის გადაჭრას რისკისა და პოტენციური მოგების შედარების საფუძველზე.
პროგრამის მიზნები:
პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:
- გააანალიზონ, თუ როგორ იყენებს მეწარმე რესურსებს და თანამშრომლობს სხვებთან საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად;
- გაიაზროს, გლობალური კონკურენციის გამო როგორ იცვლება მოთხოვნა თანამშრომლებსა და წარმოებაზე.
მოდულები:
მოდული პირველი: როგორია შენი ბიზნეს-იდეა?
მოსწავლეები შეძლებენ:
- მიიღონ თავისუფალ მეწარმედ ყოფნის გამოცდილება და გაიგონ, რას ნიშნავს მეწარმეობა;
- გამოარკვიონ სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ძირითადი ფაქტორები;
- შექმნან რეკლამა.
მოდული მეორე: დამატებითი გაკვეთილი – ბიზნესის ორგანიზება
მოსწავლეები შეძლებენ:
- ბიზნესის ორგანიზების სამი ფორმის იდენტიფიცირებას.
მოდული მესამე: რა რესურსები გვაქვს?
მოსწავლეები შეძლებენ:
- აღწერონ რესურსები, განსაკუთრებით ადამიანური და კაპიტალური რესურსები;
- განმარტონ უკმარისობა და ალტერნატიული ღირებულება;
- იმსჯელონ ტექნოლოგიაზე, როგორც ბევრი ბიზნესისთვის საჭირო კაპიტალურ რესურსზე.
მოდული მეოთხე: სამუშაოდან სამუშაომდე
მოსწავლეები შეძლებენ:
- განსაზღვრონ ის უნარები, რომლებიც საჭიროა სწრაფად მზარდ და მაღალმოთხოვნად სამუშაო ადგილებზე;
- გააანალიზონ საკუთარი უნარები და დაადგინონ, რამდენად შეეფერებიან ამა თუ იმ სამუშაოს.
მოდული მეხუთე: უნარების ნაკრები
მოსწავლეები შეძლებენ:
- განსაზღვრონ კარიერული კატეგორიები და ის საბაზისო უნარები, რომლებსაც ესა თუ ის სამსახური მოითხოვს;
- შეადგინონ მარტივი რეზიუმე.
მოდული მეექვსე: მსოფლიო კავშირები
მოსწავლეები შეძლებენ:
- აღწერონ, რას ნიშნავს სპეციალიზაცია და კონკურენცია ბიზნესში;
- გაიგონ მრავალი ბიზნესის გლობალური საჭიროებები.
პროგრამა შედგება 5 გაკვეთილისგან და თითოეულ მათგანში მოცემულია:
- მიმოხილვა – მასწავლებლის მიერ ჩასატარებელი აქტივობების მოკლე აღწერილობა.
- მიზნები – სწავლების შედეგებს: რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს მოსწავლე გაკვეთილიდან.
- მომზადება – რჩევებს გაკვეთილის მოსამზადებლად.
- ცნებები და უნარები – ცნებებისა და უნარების ჩამონათვალი ყოველი გაკვეთილისთვის.
- დრო – საშუალო დრო თითოეული გაკვეთილისთვის არის 30 წუთი.
- დასკვნა და შეჯამება – გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება გაკვეთილის მიზნები.
- პირადი მიზნების დასახვა – მოსწავლეების წახალისება, რათა ყოველი აქტივობა დააკავშირონ სასწავლო მიზნებთან და კარიერულ შესაძლებლობებთან.
- დამატებითი აქტივობები – მასწავლებლის მიერ სხვა საგნების გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები, რომლებიც აფართოებს მოსწავლის ცოდნას.
- გაკვეთილის მონახაზი – გაკვეთილის თანმიმდევრული სცენარს, რათა მასწავლებელმა ადვილად შეძლოს მიზნების მიღწევა.
თითოეული გაკვეთილისთვის განსაზღვრულია საჭირო მასალების ჩამონათვალი:
- მასწავლებლის და მოხალისის გზამკვლევი
- მოსწავლის ფლაერი
- სერტიფიკატი
- “STEM” უნარების პოსტერი
- პროფესიების სტიკერების ფურცელი
- ბიზნესის როლური-თამაშის სტიკერების ფურცელი
- ბიზნესის თემატური ბარათების ფურცელი
- სამუშაო უნარების ცხრილი
- კარიერული კატეგორიების ბარათების ნაკრები
- რესურსების პოსტერი
- გლობალური საჭიროებების ბარათების ფურცლები
- სათამაშო დაფები ‘’დაუკავშირდით’’
- სათამაშო ბარათების ნაკრები ‘’დაუკავშირდით’’
- სახელის სამაგიდო ბარათი
- კამათელის შეკვრა
- სათამაშო ქვების შეკვრა
- ბაწარი
პროგრამის განხორციელება:
JA უნარ-ჩვევების პროგრამის მასალებში შედის: მასწავლებლის გზამკვლევი, სასწავლო მასალა და დამხმარე თვალსაჩინო რესურსები.
პროგრამების შეძენის შემთხვევაში მფლობელი საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს და ახორციელებს სასწავლო პროცესს. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც დამრიგებლის საათზე, ისე გაკვეთილების შემდეგ კლუბური მეცადინეობის სახით.
პროგრამების შეძენის შემდეგ პირმა, რომელიც გეგმავს პროგრამის განხორციელებას, მეცადინეობების დაწყებამდე უნდა გაიაროს “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს” პედაგოგთა/ტრენერთა მოსამზადებელი უფასო ტრენინგი. ამით იგი მიიღებს იმ დამატებით გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მას დასჭირდება გაკვეთილების ჩატარებისას.
ტრენინგის ხანგრძლივობაა 6 აკადემიური საათი. იგი მოიცავს სწავლების მეთოდოლოგიას, პროგრამის საბაზისო ცნებების მიმოხილვასა და მეწარმეობის სწავლების თავისებურებებს.
გაკვეთილების დაწყებამდე მასწავლებელმა “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო”-ს ადგილობრივ ოფისს უნდა გადასცეს ინფორმაცია მეცადინეობების გრაფიკისა და პროგრამაში ჩართულ მოსწავლეთა შესახებ სერტიფიკატის დადასტურების მიზნით. “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო” პროგრამის მიმდინარეობისას ჩაატარებს მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მასწავლებლისთვის ინდივიდუალური კონსულტაციების გამართვას.
პროგრამის ღირებულება:
მუნიციპალიტეტის, სკოლის, ბიზნესის წარმომადგენლისა და ორგანიზაციისთვის ღირებულება ერთ მოსწავლეზე:
- ქართულენოვანი – 40 ლარი.
- ინგლისურენოვანი – 70 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები გააკეთებენ პროგრამის
პრეზენტაციას, სადაც დეტალურად გაეცნობით თითოეული პროგრამის სასწავლო მასალებს
ვიზუალურად. ასევე, შესაძლებელია თქვენთვის მისაღები განხორციელების სტრატეგიების შემუშავება.
მოსწავლე, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ან/და რომელიც მოკლებულია მზრუნველობას, პროგრამაში ერთვება უფასოდ, თუმცა აღნიშნული არ უნდა აღემატებოდეს შეძენილი მასალების რაოდენობის 10%-ს.
სკოლისთვის, რომელიც შეიძენს საშუალოდ 15 პაკეტს და მეტს, განხორციელდება ფასდაკლება ჯამური შენაძენის ოდენობის მიხედვით.
საკონტაქტო ინფრმაცია: ტელეფონი: +995 558 56 55 99; ელ.ფოსტა: jag@jag.ge