როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ შერჩეული მასწავლებელი, ბიზნეს მოხალისე ან იმავე სკოლის “მეწარმეობის საფუძვლების” კურსდამთავრებული ასწავლის. თითოეული პროგრამის გაკვეთილებზე სახალისო თამაშები და აქტივობები ხორციელდება. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ეკონიმიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და ეხმარება მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარების განვითარებაში. პროგრამის განხორციელების შედეგად არა მარტო მოსწავლეებს უყალიბდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები არამედ მას დადებითი გავლენა აქვს მასწავლებლის, მშობლის და ზოგადად ადგილობრივი თემის უნარ-შესაძლებლობებზე.
პროგრამა “ჩვენი ქალაქი” ხელს უწყობს ფინანსური წიგნიერების აკადემიური სტანდარტების შეძენას. მასში განხილულია ქალაქების მახასიათებლები და ფულის მართვა ქალაქში მცხოვრები ადამიანებისა და მოქმედი ბიზნესების მიერ.
პროგრამის მიზნები:
პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:
- წარმოადგინონ პრაქტიკული ინფორმაცია ქალაქში არსებული უბნების შესახებ;
- გამოიკვლიონ ფულის, მათ შორის – გადასახადების გადახდის, მნიშვნელოვნება ქალაქისთვის;
- აღწერონ ქალაქში ფინანსური ინსტიტუტების როლი – თუ როგორ
- ეხმარებიან ისინი მოსახლეობასა და ბიზნესებს ეკონომიკური მიზნების მიღწევაში;
- გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ მეწარმეები ხელს უწყობენ ქალაქში
- ჯანსაღი ეკონომიკის განვითარებას;
- შეადარონ ახალი ამბების გავრცელების სხვადასხვა ფორმატი.
მოდულები:
მოდული პირველი: ადგილი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, მუშაობენ და ერთობიან
მოსწავლეები შეძლებენ:
- ქალაქში არსებული უბნების გარჩევას;
- ბიზნესების მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების აღწერას;
- მოსწავლეები შეძლებენ:
- ადგილობრივი ბიზნესების დაკავშირებას ქალაქის სპეციფიკურ უბნებთან.
მოდული მეორე: ადგილი, სადაც ადამიანები ფულს ხარჯავენ
მოსწავლეები შეძლებენ:
- განსაზღვრონ ქალაქში ფულის მნიშვნელობა, მათ შორის, გადასახადების როლი;
- ერთმანეთისგან გაარჩიონ საჭიროებები და სურვილები;
- გამოიკვლიონ სხვადასხვა გზა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი იხდის საქონლისა და მომსახურების საფასურს.
მოდული მესამე: ადგილი, სადაც ადამიანები სარგებლობენ საბანკო მომსახურებით
მოსწავლეები შეძლებენ:
- შეაჯამონ ფინანსური დაწესებულებების სარგებლიანობა;
- მართონ პირადი საბანკო ანგარიში.
მოდული მეოთხე: ადგილი, სადაც ადამიანები სადილობენ
მოსწავლეები შეძლებენ:
- განმარტონ მომხმარებელი, მწარმოებელი და მეწარმე;
- განმარტონ მომხმარებელი, მწარმოებელი და მეწარმე;
- მოიხმარონ ფულის მართვის სტრატეგიები ბიზნესის ანგარიშებზე მუშაობისას.
მოდული მეხუთე: ადგილი, სადაც ადამიანები იღებენ და გადასცემენ ინფორმაციას
მოსწავლეები შეძლებენ:
- ახსნან საინფორმაციო სამსახურების როლი ქალაქში;
- აღწერონ ახალი ამბების გავრცელების სხვადასხვა ფორმატი, მათ შორის – წერილობითი, ელექტრონული და ზეპირი კომუნიკაციის წყაროები;
- გაიაზრონ საინფორმაციო სამსახურებისა და და ტექნოლოგიების მნიშვნელობა საზოგადოებაში.
პროგრამა შედგება 5 გაკვეთილისგან და თითოეულ მათგანში მოცემულია:
- მიმოხილვა – მასწავლებლის მიერ ჩასატარებელი აქტივობების მოკლე აღწერილობა.
- მიზნები – სწავლების შედეგებს: რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს მოსწავლე გაკვეთილიდან.
- მომზადება – რჩევებს გაკვეთილის მოსამზადებლად.
- ცნებები და უნარები – ცნებებისა და უნარების ჩამონათვალი ყოველი გაკვეთილისთვის.
- დრო – საშუალო დრო თითოეული გაკვეთილისთვის არის 30 წუთი.
- დასკვნა და შეჯამება – გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება გაკვეთილის მიზნები.
- პირადი მიზნების დასახვა – მოსწავლეების წახალისება, რათა ყოველი აქტივობა დააკავშირონ სასწავლო მიზნებთან და კარიერულ შესაძლებლობებთან.
- დამატებითი აქტივობები – მასწავლებლის მიერ სხვა საგნების გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები, რომლებიც აფართოებს მოსწავლის ცოდნას.
- გაკვეთილის მონახაზი – გაკვეთილის თანმიმდევრული სცენარს, რათა მასწავლებელმა ადვილად შეძლოს მიზნების მიღწევა.
თითოეული გაკვეთილისთვის განსაზღვრულია საჭირო მასალების ჩამონათვალი:
- მასწავლებლის გზამკვლევი
- მოსწავლის რვეული
- დანაზოგების თამაშის „ყულაბა“ დაფა
- სერტიფიკატი
- საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათები
- მაგნიტიანი ბარათი
- გადახდის ბარათების ფურცელი
- სასაჩუქრე ბარათი „ქალაქის მუზეუმი“
- უბნების რუკა
- სახაზავი
- გადახდის მეთოდების პოსტერი
- სათამაშო ბარათების შეკვრა “ასეთია ცხოვრება”
- ჩემი ანგარიშის ჟურნალი
- ფურცლები „სათამაშო ფული“
- რესტორან „კერძების“ ბიზნეს-გეგმა
- ასაწყობი შენობები
- რესტორანის „კერძები“ გადახდის ფურცელი
- გულის ფორმის სტიკერების ფურცელი
- ახალი ამბების პოსტერები
- ახალი ამბების როლური თამაშების ბარათები
- სათამაშო ქვების შეკვრა
- კამათლის შეკვრა
- შენიშვნების მისაკრობი ფურცლების შეკვრა
პროგრამის განხორციელება:
JA უნარ-ჩვევების პროგრამის მასალებში შედის: მასწავლებლის გზამკვლევი, სასწავლო მასალა და დამხმარე თვალსაჩინო რესურსები.
პროგრამების შეძენის შემთხვევაში მფლობელი საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს და ახორციელებს სასწავლო პროცესს. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც დამრიგებლის საათზე, ისე გაკვეთილების შემდეგ კლუბური მეცადინეობის სახით.
პროგრამების შეძენის შემდეგ პირმა, რომელიც გეგმავს პროგრამის განხორციელებას, მეცადინეობების დაწყებამდე უნდა გაიაროს “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს” პედაგოგთა/ტრენერთა მოსამზადებელი უფასო ტრენინგი. ამით იგი მიიღებს იმ დამატებით გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მას დასჭირდება გაკვეთილების ჩატარებისას.
ტრენინგის ხანგრძლივობაა 6 აკადემიური საათი. იგი მოიცავს სწავლების მეთოდოლოგიას, პროგრამის საბაზისო ცნებების მიმოხილვასა და მეწარმეობის სწავლების თავისებურებებს.
გაკვეთილების დაწყებამდე მასწავლებელმა “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო”-ს ადგილობრივ ოფისს უნდა გადასცეს ინფორმაცია მეცადინეობების გრაფიკისა და პროგრამაში ჩართულ მოსწავლეთა შესახებ სერტიფიკატის დადასტურების მიზნით. “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო” პროგრამის მიმდინარეობისას ჩაატარებს მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მასწავლებლისთვის ინდივიდუალური კონსულტაციების გამართვას.
პროგრამის ღირებულება:
მუნიციპალიტეტის, სკოლის, ბიზნესის წარმომადგენლისა და ორგანიზაციისთვის ღირებულება ერთ მოსწავლეზე:
- ქართულენოვანი – 40 ლარი.
- ინგლისურენოვანი – 70 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები გააკეთებენ პროგრამის
პრეზენტაციას, სადაც დეტალურად გაეცნობით თითოეული პროგრამის სასწავლო მასალებს
ვიზუალურად. ასევე, შესაძლებელია თქვენთვის მისაღები განხორციელების სტრატეგიების შემუშავება.
მოსწავლე, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ან/და რომელიც მოკლებულია მზრუნველობას, პროგრამაში ერთვება უფასოდ, თუმცა აღნიშნული არ უნდა აღემატებოდეს შეძენილი მასალების რაოდენობის 10%-ს.
სკოლისთვის, რომელიც შეიძენს საშუალოდ 15 პაკეტს და მეტს, განხორციელდება ფასდაკლება ჯამური შენაძენის ოდენობის მიხედვით.
საკონტაქტო ინფრმაცია: ტელეფონი: +995 558 56 55 99; ელ.ფოსტა: jag@jag.ge