JA Worldwide ნომინირებულია 2025 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში

შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

ჩვენი ოჯახი (6-დან 8 წლამდე ახალგაზრდებისთვის)

JA უნარ-ჩვევების პროგრამა ახალგაზრდებში ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ შერჩეული მასწავლებელი, ბიზნეს მოხალისე ან იმავე სკოლის “მეწარმეობის საფუძვლების” კურსდამთავრებული ასწავლის. თითოეული პროგრამის გაკვეთილებზე სახალისო თამაშები და აქტივობები ხორციელდება. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ეკონიმიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და ეხმარება მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარების განვითარებაში. პროგრამის განხორციელების შედეგად არა მარტო მოსწავლეებს უყალიბდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები არამედ მას დადებითი გავლენა აქვს მასწავლებლის, მშობლის და ზოგადად ადგილობრივი თემის უნარ-შესაძლებლობებზე.

პროგრამა “ჩვენი ოჯახი” უზრუნველყოფს მოსწავლეებში სოციალური მეცნიერებების საბაზისო საფეხურის სტანდარტებით გათვალისწინებული უნარების ჩამოყალიბებას.

პროგრამის მიზნები:

პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:

  • აღწერონ ოჯახებს შორის მსგავსებები და განსხვავებები;
  • მოახდინონ საჭიროებების და სურვილების კლასიფიკაცია;
  • აღწერონ სამუშაოები, რომლებსაც ადამიანები ასრულებენ;
  • გააანალიზონ საკუთარი უნარები, რათა განსაზღვრონ ოჯახში პირადი წვლილის შეტანის გზები;
  • დაადგინონ საქონელი და მომსახურება, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესები აწარმოებენ;
  • ახსნან მეწარმეობის ერთ-ერთი მახასიათებელი, კერძოდ, საჭიროებების ან/და სურვილების დაკმაყოფილება.

მოდულები:

მოდული პირველი: ჩვენი ოჯახი

მოსწავლეები შეძლებენ:

  • დაინახონ მსგავსებები და განსხვავებები ოჯახებს შორის;
  • გააცნობიერონ ოჯახის თითოეული წევრის მნიშვნელობა და წარმოიდგინონ ოჯახი, როგორც უბნის შემადგენელი ნაწილი.

მოდული მეორე: ჩვენი ოჯახების საჭიროებები და სურვილები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • განსაზღვრონ, რა არის საჭიროებები და რა – სურვილები;
  • აღწერონ განსხვავება საჭიროებებსა და სურვილებს შორის.

მოდული მესამე: კარგი სამუშაო!

მოსწავლეები შეძლებენ:

  • განსაზღვრონ, ვინ რა საქმეს აკეთებს;
  • გააანალიზონ საკუთარი უნარები და დასახონ გზები ოჯახის წევრების დასახმარებლად.
  • განმარტონ ტერმინები: „სამუშაო“, „ბიზნესი“ და „მეწარმე“;

მოდული მეოთხე: ბიზნესი ჩვენს უბანში

მოსწავლეები შეძლებენ:

  • რუკის სიმბოლოების გააზრებას;
  • სხვადასხვა ბიზნესის მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების იდენტიფიცირებას.

მოდული მეხუთე: ჩვენი ახალი ბიზნესი

მოსწავლეები შეძლებენ:

  • აღწერონ მეწარმეობის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი საჭიროებების თუ სურვილების დაკმაყოფილება.

პროგრამა შედგება 5 გაკვეთილისგან და თითოეულ მათგანში მოცემულია:

  • მიმოხილვა – მასწავლებლის მიერ ჩასატარებელი აქტივობების მოკლე აღწერილობა.
  • მიზნები – სწავლების შედეგებს: რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს მოსწავლე გაკვეთილიდან.
  • მომზადება – რჩევებს გაკვეთილის მოსამზადებლად.
  • ცნებები და უნარები – ცნებებისა და უნარების ჩამონათვალი ყოველი გაკვეთილისთვის.
  • დრო – საშუალო დრო თითოეული გაკვეთილისთვის არის 30 წუთი.
  • დასკვნა და შეჯამება – გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება გაკვეთილის მიზნები.
  • პირადი მიზნების დასახვა – მოსწავლეების წახალისება, რათა ყოველი აქტივობა დააკავშირონ სასწავლო მიზნებთან და კარიერულ შესაძლებლობებთან.
  • დამატებითი აქტივობები – მასწავლებლის მიერ სხვა საგნების გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები, რომლებიც აფართოებს მოსწავლის ცოდნას.
  • გაკვეთილის მონახაზი – გაკვეთილის თანმიმდევრული სცენარს, რათა მასწავლებელმა ადვილად შეძლოს მიზნების მიღწევა.

თითოეული გაკვეთილისთვის განსაზღვრულია საჭირო მასალების ჩამონათვალი:

  • მასწავლებლის გზამკვლევი 
  • მოსწავლის რვეული 
  • კუპონები „მე შემიძლია ამ სამუშაოს შესრულება“ 
  • სერტიფიკატი 
  • საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათები (ა-მ) 
  • მაგნიტი 
  • ბარათი 
  • სამუშაო ფურცელი „ჩემი ახალი ბიზნესი!“ 
  • პოსტერი “ჩვენი ოჯახი“ 
  • სტიკერების ფურცელი 
  • დასურათებული წიგნი 
  • საჩვენებელი ბარათები „საჭიროებები და სურვილები“ 
  • სურათებიანი ბარათები „საჭიროებები და სურვილები“ (ა-მ) 
  • იატაკის რუკა 
  • ბიზნეს-სიმბოლოების ბარათების ფურცელი 
  • სტიკერების ფურცელი „რუკის სიმბოლოები“ 
  • ბიზნესების რუკა 
  • ბარათები „პროფესიები“ (ა-თ) 
  • საჩვენებელი ბარათი „ფული“ 
  • ფურცელი „შემატყობინე“ 
  • სათამაშო მანქანა 

პროგრამის განხორციელება:

JA უნარ-ჩვევების პროგრამის მასალებში შედის: მასწავლებლის გზამკვლევი, სასწავლო მასალა და დამხმარე თვალსაჩინო რესურსები.

პროგრამების შეძენის შემთხვევაში მფლობელი საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს და ახორციელებს სასწავლო პროცესს. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც დამრიგებლის საათზე, ისე გაკვეთილების შემდეგ კლუბური მეცადინეობის სახით.

პროგრამების შეძენის შემდეგ პირმა, რომელიც გეგმავს პროგრამის განხორციელებას, მეცადინეობების დაწყებამდე უნდა გაიაროს “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს” პედაგოგთა/ტრენერთა მოსამზადებელი უფასო ტრენინგი. ამით იგი მიიღებს იმ დამატებით გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მას დასჭირდება გაკვეთილების ჩატარებისას.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 6 აკადემიური საათი. იგი მოიცავს სწავლების მეთოდოლოგიას, პროგრამის საბაზისო ცნებების მიმოხილვასა და მეწარმეობის სწავლების თავისებურებებს.

გაკვეთილების დაწყებამდე მასწავლებელმა “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო”-ს ადგილობრივ ოფისს უნდა გადასცეს ინფორმაცია მეცადინეობების გრაფიკისა და პროგრამაში ჩართულ მოსწავლეთა შესახებ სერტიფიკატის დადასტურების მიზნით. “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო” პროგრამის მიმდინარეობისას ჩაატარებს მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მასწავლებლისთვის ინდივიდუალური კონსულტაციების გამართვას.

პროგრამის ღირებულება:

მუნიციპალიტეტის, სკოლის, ბიზნესის წარმომადგენლისა და ორგანიზაციისთვის ღირებულება ერთ მოსწავლეზე:

  • ქართულენოვანი – 40 ლარი.
  • ინგლისურენოვანი – 70 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები გააკეთებენ პროგრამის
პრეზენტაციას, სადაც დეტალურად გაეცნობით თითოეული პროგრამის სასწავლო მასალებს
ვიზუალურად. ასევე, შესაძლებელია თქვენთვის მისაღები განხორციელების სტრატეგიების შემუშავება.

მოსწავლე, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ან/და რომელიც მოკლებულია მზრუნველობას, პროგრამაში ერთვება უფასოდ, თუმცა აღნიშნული არ უნდა აღემატებოდეს შეძენილი მასალების რაოდენობის 10%-ს.

სკოლისთვის, რომელიც შეიძენს საშუალოდ 15 პაკეტს და მეტს, განხორციელდება ფასდაკლება ჯამური შენაძენის ოდენობის მიხედვით.

საკონტაქტო ინფრმაცია: ტელეფონი: +995 558 56 55 99; ელ.ფოსტა: jag@jag.ge

იყავი მეწარმე (13-დან 19 წლამდე ახალგაზრდებისთვის)

როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ

მეტის ნახვა

ფულზე მეტი (9-დან 12 წლამდე ახალგაზრდებისთვის)

როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ

მეტის ნახვა

ჩვენი ქვეყანა (9-დან 12 წლამდე ახალგაზრდებისთვის)

როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები