მოსწავლეთა კომპანიის რეგისტრაცია
შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

პროექტის ინიცირების პროცესი

პროექტის ინიცირების პროცესი

ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოსა და PMI თბილისი, საქართველოს სემინარები გრძელდება.

მეორე შეხვედრა დაეთმობა პროექტის ინიცირების პროცესს, რომელსაც PMI თბილისი, საქართველოს ლიდერი და აჭარაბეთის (Flutter International) წამყვანი IT პორტფოლიოს მენეჯერი, ქალბატონი შორენა ტიელიძე გაუძღვება.

აღნიშნული შეხვედრის განმავლობაში, ახალგაზრდები შეძლებენ, განსაზღვრონ, როგორ იქმნება პროექტის იდეა და რა ეტაპებს გადის იგი საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე. ასევე, ისწავლიან, თუ როგორ ყალიბდება პროექტის მიზნები, ღირებულებები და შესრულების ინდიკატორები და რა მნიშვნელობა აქვთ მათ პროექტის წარმატებაში. 

ტრენინგზე ასევე, განხილული იქნება პროექტის ჩარტერის ჩამოყალიბებისთვის სხვა აუცილებელი კომპონენტები, როგორებიცაა: დაინტერესებული მხარეების (სტეიკჰოლდერების) იდენტიფიცირება, საკომუნიკაციო გეგმის ჩამოყალიბება და საწყის ეტაპზე, პროექტის რისკების შეფასება.

ტრენინგის შემდგომ, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, როგორც აკადემიურ ისე პროფესიულ საქმიანობაში

სემინარზე დასწრება თავისუფალია და გაიცემა დასწრების სერტიფიკატი.

შეხვედრა იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში.

სემინარის მოსაწვევს მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ.

გაზიარება

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები