სოციალური მეწარმეობის პრეაქსელარაციის უნიკალური პროგრამაა, რომელიც ეფუძნება Junior Achivment-ის ასწლოვან გამცდილბას, თანამედროვე სოციალური მეწარმეობის მიდგომებს და ევროსაბჭოს მეწარმობრივ კომპეტენცების ჩარჩოს.
პროგრამა შემუშავებული და ტესტირებულია Junior Achivment ლიეტუვას მიერ. პროგრამის წარმატებით ხორცილედბა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
პროგრამაში ჩაშენებულია ციფრული წიგნიერების მოდული, რომელიც იწყება ავტომატიზაციის და ხელოვნური ინტელექტის (AI) თავსებურებების გააზრებით და შემდგომში იყენებს კოდირების გარეშე სხვადახვა აპლიკაციებს და ინტრუმენტებს.
პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდები მუშაობენ გუნდებში, ქმნიან საკუთარ, რეალურ სოციალურ საწარმოს, მოიძიებენ ინვესტიციებს და, რა თქმა უნდა, გამოიმუშავებენ ბევრ სასარგებლო უნარს.
პროგრამა მიმდინარეობს მასწავლებელის/ტრენერის მიერ, რომლის როლი არის წვრთნა და არაპირდაპირი სწავლება. ასევე, ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებათ მენტორებთან და კონსულტანტებთან, რომლებიც დაეხმარებიან მათ თავიანთი სოციალური საწარმოს წარმატებულ სტარტაპად გადაქცევაში.
პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთბს სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე და იყენებს თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს.
პროგრამა მოიცავს 24 საათს, წამატებული გუნდები კი გადადიან აქსელარაციის ექტაპზე შემდგომი განვითარებისთვის.
მიზნები:
პროგრამა, საოცარ რეალურ ცხოვრებაზე დაფუძნებული გამოცდილების მიღებაა, სადაც ახალგაზრდები:
- გაიგებენ, თუ როგორ ფუნქციონირებს რეალური სოციალური საწარმოების სამყარო და მოემზადებიან მომავალი კარიერისთვის,
- ისწავლიან სოციალური საწარმოს შექმნის საწყისი ნაბიჯების გეგმის შედგენას,
- დაფინანსების მოპოვებას და შექმნიან დადებითი სოციალურ ანდა ეკოლოგიური გავლენას!
ძირითადი საკითხები:
- სოციალური საწარმოს თავისებურებები;
- სოციალურ საკითხებზე ანდა გარემოზე გავლენის კომპანიის შექმნა;
- სოციალური მეწარმეობის სახეები,
- სოციალური მეწარმის 6P;
- სოციალური მეწარმეების ძირითადი მახასიათებლები;
- სოციალური მეწარმის თვისებები;
- მეწარმობრივი აზროვნების ინსტრუმენტები;
- სამეწარმეო აზროვნება (Effectuation – ეფექტუაცია);
- ეფექტუაციის 5 პრინციპი – სამეწარმეო აზროვნება;
- სოციალური საწარმოთა გუნდის სტრუქტურა;
- სოციალური საწარმოს გუნდის ფორმირება;
- სოციალური ან ეკოლოგიური პრობლემის ანალიზი;
- ხელოვნური ინტელექტი (AI);
- ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის თავსებურებები;
- AI-ს აპლიკაციები გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;
- ხელოვნური ინტელექტის ტიპები;
- ცვლილების თეორიას და გავლენის გაზომვა;
- ბაზრის ანალიზი;
- SWOT ანალიზი;
- პროტოტიპის შექმნას და ტესტირება;
- სოციალური საწარმოს კანვას ბიზნესმოდელი;
- სოციალური საწარმოების დაფინანსების თავსებურებები;
- მოამზადებთ დაინტერესებული მხარეების რუკას;
- სოციალური საწარმოს კომუნიკაციის გეგმა;
- სოციალური საწარმოს მალსათქმელის ბანის pitch deck მომზადება;
- გავლენის ინდიკატორების შემუშავება და გაზომვა.
პროგრამა “აქსელერაცია X | სოციალური მეწარმეობა” მომზადდა პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, EU4Youth პროგრამით.
“ეს გზამკვლევი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.”