მოსწავლეთა კომპანიის რეგისტრაცია
შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

7-9 სექტემბერს მეწარმეობის მასწავლებელთა მოსამზადებელი 3 დღიანი ტრენინგი ჩატარდა

2024 წლის 7-9 სექტემბერს, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში პროგრამა “მეწარმეობის საფუძვლები”-ს მასწავლებელთა მოსამზადებელი ონლაინ ტრენინგი გამართა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სასწავლო დაწესებულების 49 წარმომადგენელი დაესწრო.

ტრენინგზე განხილული იქნა პროგრამის განახლებული ვერსია, მასწავლებლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და სწავლების მეთოდიკის შესახებ.

“მეწარმეობის საფუძვლები”-ს მეშვეობით, მოსწავლეები სიმულაციური საწარმოს ე.წ. „მოსწავლეთა კომპანიის“ ჩამოყალიბების და მართვის მაგალითზე ეცნობიან სამეწარმეო საქმიანობის ძირითად საკითხებს. მოსწავლეები ირჩევენ კომპანიის მმართველ დირექტორთა საბჭოს თანატოლებიდან. პროგრამის წესების შესაბამისად, ახდენენ კაპიტალის მოზიდვას, ბაზარზე გააქვთ მათ მიერ არჩეული და ნაწარმოები საქონელი ან მომსახურება და ყიდიან მას. პროგრამის ბოლოს ისინი ახდენენ ანგარიშგების მომზადებას და წარდგენას თავიანთი აქციონერების წინაშე.

პროგრამა ყოველწლიურად, საქართველოს 250-ზე მეტ სკოლაში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში ისწავლება და 7000-ზე მეტი ახალგაზრდა გამოიმუშავებს მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რაც  მათ სამეწარმეო საქმიანობის, გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მიღწევასა და სამომავლოდ, დასაქმებისთვის უწყობს ხელს.

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ JA Europe-ის 2024 წლის “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ 2024 წელს ბრიუსელში გამართულ JA Europe-ის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო.

მეტის ნახვა

სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი შეხვედრა

2024 წლის 12 და 13 ოქტომბერს, ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი პალასი“-ში, პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში, სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი

მეტის ნახვა

პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე

2024 წლის, 7 ნოემბერს, PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე ავღნიშნეთ. #IPMDay არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ეძღვნება

მეტის ნახვა

ნანა კუპრეიშვილი ნომინირებულია JA ევროპის წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოზე

გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია საქართველოს 2024 წლის მეწარმეობის  საუკეთესო მასწავლებლის, ნანა კუპრეიშვილის შესახებ, რომელიც ქვეყნის სახელით, ნომინირებულია JA ევროპის წლის საუკეთესო

მეტის ნახვა

ინოვაციების ბანაკი: მდგრადი ფინანსები

ინოვაციების ბანაკის რიგით მე-18 ღონისძიებაზე, რომელიც მდგრადი ფინანსების საკითხს დაეთმო, პირველი ადგილი მოიპოვა სსიპ – ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის

მეტის ნახვა

წლის მასწავლებელი 2024

2024 წლის მეწარმეობის საუკეთესო მასწავლებელი ნანა კუპრეიშვილი გახდა!   ნანა უკვე 6 წელია ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესი”-ში მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები