JA Worldwide ნომინირებულია 2025 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში

შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

10 და 11 თებერვალს – მეწარმეთა აკადემიაში პროგრამის “ჩვენი ოჯახი” I – II გაკვეთილები ჩატარდა

პროგრამა ჩვენი ოჯახი – ეს არის ინტერდისციპლინური სასწავლო პროგრამა, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სამეწარმეო აზროვნების და კომპეტენციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და დასაქმებისთვის მზაობის უნარების განვითარება.

მასში განხილულია შემდეგი კონცეფციები:

  • ოჯახის წევრთა შრომითი წვლილი ოჯახის კეთილდღეობაში;
  • ოჯახის საჭიროებები და სურვილები;
  • ოჯახის მიერ საქონლისა და მომსახურების ყიდვის დაგეგმვა.

პროგრამის მიზნები:პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ:

  • აღწერონ ოჯახებს შორის მსგავსებები და განსხვავებები;
  • მოახდინონ საჭიროებების და სურვილების კლასიფიკაცია;
  • აღწერონ სამუშაოები, რომლებსაც ადამიანები ასრულებენ;
  • გააანალიზონ საკუთარი უნარები, რათა განსაზღვრონ ოჯახში პირადი წვლილის შეტანის გზები;
  • დაადგინონ საქონელი და მომსახურება, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესები აწარმოებენ;
  • ახსნან მეწარმეობის ერთ-ერთი მახასიათებელი, კერძოდ, საჭიროებების ან/და სურვილების დაკმაყოფილება.

JA Georgia-ს მეწარმეთა აკადემია 5-დან 16 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო ტრენინგებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოზარდებში: ლიდერობის, მეწარმეობის და სხვა 21-ე საუკუნის უნარების ჩამოყალიბებას, რაც მათ დაეხმარებათ გახდნენ წარმატებული გლობალურ ეკონომიკაში.

„მეწარმეთა აკადემიაში“ პროგრამებს ასწავლის „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ გამოცდილი ტრენერები, რომლებსაც გავლილი აქვთ ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამების საერთაშორისო მოსამზადებელი ტრენინგები. ისინი ტრენინგის დროს ქმნიან ბიზნეს გარემოს და ატარებენ ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც ახალგაზრდებს შორის მნიშვნელოვნად ამაღლებს მოტივაციას. სახალისო თამაშების და აქტივობების შედეგადაც მოსწავლეები ეცნობიან ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და უვითარდებათ ისეთი უნარები რაც დაეხმარებათ პრობლემების შემოქმედებითად და ეფექტურად გადაწყვეტაში.

აკადემიაში ტრენინგის ღირებულება შეადგენს 50 ლარს.

თითოეული ტრენიგ-პროგრამა მოიცავს 10 აკადემიურ საათს სულ 5 შეხვედრა.

ტრენინგების ჩატარების ადგილი:

  • თბილისი – ს. მეტრეველის ქ. #1
  • ზუგდიდი – მეურნარგიას ქ. #25
  • ლაგოდეხი – 9 აპრილის ქ.#42

ცხელი ხაზი: 2 38 36 76 ან 558 59 11 59

წლის სამეწარმეო სკოლა 2025

TES Award (The Entrepreneurial School Award) არის ყოველწლიური ინიციატივა, რომელსაც @JA Europe ხელმძღვანელობს და მიზნად ისახავს მეწარმეობის განათლების სფეროში წარმატებული

მეტის ნახვა

შეხვედრა ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების და მწვანე გადასვლის მხარდასაჭერად“ ფარგლებში

2025 წლის 15 და 17 იანვარს ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს წარმომადგენლებმა ხაშურსა და ზუგდიდში, ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების

მეტის ნახვა

სოციალური საწარმოების საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონებში

2024 წლის, 24 ნოემბრიდან – 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ, პროექტის “აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით” ფარგლებში, საქართველოს 5 რეგიონში (აჭარა,

მეტის ნახვა

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ JA Europe-ის 2024 წლის “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ 2024 წელს ბრიუსელში გამართულ JA Europe-ის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო.

მეტის ნახვა

სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი შეხვედრა

2024 წლის 12 და 13 ოქტომბერს, ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი პალასი“-ში, პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში, სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი

მეტის ნახვა

პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე

2024 წლის, 7 ნოემბერს, PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე ავღნიშნეთ. #IPMDay არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ეძღვნება

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები