მოსწავლეთა კომპანიის რეგისტრაცია
შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

სოციალური საწარმოების საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონებში

2024 წლის, 24 ნოემბრიდან – 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ, პროექტის “აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით” ფარგლებში, საქართველოს 5 რეგიონში (აჭარა, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, თბილისი) პროგრამის, „აქსელერატორი _ X | სოციალური მეწარმეობა“ ტრენერებთან და კურსდამთავრებულებთან  8 საკონსულტაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც პროექტის კოორდინატორი, მარიამ ნაჭყებია და სტარტაპ/სოციალური საწარმოების ექსპერტი, ეკა გეგეშიძე უძღვებოდნენ.

შეხვედრის მთავარი საკითხები სოციალური საწარმოების იდეების გამოცხადებული კონკურსი, მონაწილეობის შესაძლებლობები და დაფინანსების გზები იყო. კონკურში მონაწილეობის მსურველებმა წარადგინეს თავიანთი იდეები და ბიზნესგეგმის გასაუმჯობესებლად, ინდივიდუალური კონსულტაციები და რეკომენდაციები მიიღეს.

კონკურსში შერჩეული სოციალური საწარმოები გაივლიან პრეაქსელერაციის ეტაპს, მათ აქსელერაციის ექსპერტები და ბიზნეს მენტორები გაუწევენ დამატებით კონსულტაციებს, თავიანთი იდეების განსავითარებლად და საბოლოო ბიზნეს გეგმის წარმოსადგენად. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ საუკეთესო 15 სოციალური საწარმო დაფინანსდება 2000 ევროს ოდენობით იდეის შემდგომი განხორციელებისთვის.

პროექტის შესახებ

პროექტი „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“, დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება #EU4Youth პროგრამის ფარგლებში. მისი მიზანია, წვლილი შეიტანოს ბენეფიციარი ქვეყნების, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებისგაძლიერებაში. ამასთანავე, ახალგაზრდა ლიდერებს მისცეს საშუალება, იყვნენ დემოკრატიის აქტიური საყრდენები, საზოგადოების აღმშენებლობასა და პოლიტიკურ დიალოგში.

პროექტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ახალგაზრდებს მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურავს. გარდა ამისა, მონაწილეები გაიუმჯობესებენ დასაქმების შესაძლებლობებს  და მრავალმხრივ განავითარებენ სამეწარმეო კომპეტენციებს, მათ შორის კრეატიულობას, შეუპოვრობას, გუნდურ მუშაობას და სირთულეების მარტივი გზებით დაძლევის უნარს. პროექტი ხელს შეუწყობს სოციალური საწარმოებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის განვითარებას. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა დაარსონ ანდა შეუერთდნენ სოციალურ საწარმოებს და გახდნენ პროაქტიული ცვლილებების შემქმნელები, რომლებიც თავს უყრიან, მობილიზებას ახდენენ და შთააგონებენ თანატოლებს და მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ მათზე. თითოეულ სოციალურ საწარმოს მენტორობას ბიზნეს მოხალისეები ანდა სოციალური მეწარმეები გაუწევენ, ხოლო ყველაზე პერსპექტიული საწარმოები მიიღებენ შემდგომ მხარდაჭერას, საწყის დაფინანსებას, ხილვადობას, კავშირებს,  განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობებს. მეტი  ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://jaeurope.org/learning-experiences/portfolio/eu4youth-project-building-back-better-through-social-entrepreneurship/

ჩვენ შესახებ

ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. იგი არის JA მსოფლიოს წარმომადგენელი ქვეყანაში. ასევე, JA Europe-ის მოდელი ორგანიზაცია და მისი პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში. 2018 წლიდან ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების კომიტეტის წევრია. ასევე, 2022 წელს გახდა OECD-ის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (INFE) პარტნიორი წევრი.

JA Worldwide დაფუძნდა 1919 წელს და ნომინირებულია 2024 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მე-5 ადგილზეა და მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.

საკონტაქტო ინფორმაცია: jag@jag.ge

შეხვედრა ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების და მწვანე გადასვლის მხარდასაჭერად“ ფარგლებში

2025 წლის 15 და 17 იანვარს ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს წარმომადგენლებმა ხაშურსა და ზუგდიდში, ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების

მეტის ნახვა

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ JA Europe-ის 2024 წლის “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ 2024 წელს ბრიუსელში გამართულ JA Europe-ის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო.

მეტის ნახვა

სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი შეხვედრა

2024 წლის 12 და 13 ოქტომბერს, ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი პალასი“-ში, პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში, სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი

მეტის ნახვა

პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე

2024 წლის, 7 ნოემბერს, PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე ავღნიშნეთ. #IPMDay არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ეძღვნება

მეტის ნახვა

ნანა კუპრეიშვილი ნომინირებულია JA ევროპის წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოზე

გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია საქართველოს 2024 წლის მეწარმეობის  საუკეთესო მასწავლებლის, ნანა კუპრეიშვილის შესახებ, რომელიც ქვეყნის სახელით, ნომინირებულია JA ევროპის წლის საუკეთესო

მეტის ნახვა

7-9 სექტემბერს მეწარმეობის მასწავლებელთა მოსამზადებელი 3 დღიანი ტრენინგი ჩატარდა

2024 წლის 7-9 სექტემბერს, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები