JA Worldwide ნომინირებულია 2025 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში

შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

სამეწარმეო განათლების ფორუმი

25 აპრილს, 12:30-დან 19:30 სთ-მდე, სასტუმრო „Radisson Blu Iveria“-ში ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო მართავს სამეწარმეო განათლების ფორუმს. ფორუმი იმართება, აშშ-ს საერთაშორისო განვითრების სააგენტოს USAID -ის პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება Junior Achievement-ის წევრი 8 ქვეყნის მიერ: ევროპა (ბელგია), ბულგარეთი, ალბანეთი, რუმინეთი, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა და მაკედონია.

ღონისძიების დროს მოხდება სასწავლო პროგრამის „მეწარმეობის საფუძვლების“ ფარგლებში შექმნილი „სასწავლო კომპანიების“ საუკეთესო ხუთი კომპანიის წარდგენა, ამასთანავე „წლის კომპანიის“ გამოვლენა, რომელიც 2018 წლის ივლისში ევროპის „სასწავლო კომპანიების“ 29-ე შეჯიბრზე წარადგენს საქართველოს, რომელიც გაიმართება ბელგრადში, სერბეთი http://coyc.jaeurope.org/.

ღონისძიებას ესწრება განმახორციელებელი ქვეყნების, USAID-ის, ბიზნეს, სამთავრობო, საგანმანთლებლო და არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლები, ამასთანავე პროგრამის მონაწილე მოსწავლეები.

პროექტი დაიწყო 2017 წლის თებერვალში. 3 წლის განმავლობაში პროექტი გეგმავს სამეწარმეო და სამუშაოსთვის მზაობის კომპეტენციები განუვითაროს 100,000 ახალგაზრდას აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში. .

პროექტის განხორციელების პირველი წლის შედეგად საქართველოში მომზადდა 200-ზე მეტი პედაგოგი, სწავლებაში ჩართულია 249 სკოლის 6500-მდე მოსწავლე, მათგან 1800 კი გადასულია Entrepreneurial Skills Pass ევროპული ხარისხის სერტიფიცირების ბოლო ეტაპზე Junior Achievement WorldWide არის მსოფლიოში უდიდესი საგანმანათლებლო კლასტერი, რომელიც ფუნქციონირებს 123 ქვეყნაში. მისი მთავარი მიზანია „ახალგაზრდების მომზადება გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად“. Junior Achievement დაფუძნდა 1919 წელს, მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.

Junior Achievement Georgia დაფუძნდა 2002 წელს და საქართველოში ახორცილებს Junior Achievement-ის პროგრამებს.

წლის სამეწარმეო სკოლა 2025

TES Award (The Entrepreneurial School Award) არის ყოველწლიური ინიციატივა, რომელსაც @JA Europe ხელმძღვანელობს და მიზნად ისახავს მეწარმეობის განათლების სფეროში წარმატებული

მეტის ნახვა

შეხვედრა ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების და მწვანე გადასვლის მხარდასაჭერად“ ფარგლებში

2025 წლის 15 და 17 იანვარს ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს წარმომადგენლებმა ხაშურსა და ზუგდიდში, ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების

მეტის ნახვა

სოციალური საწარმოების საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონებში

2024 წლის, 24 ნოემბრიდან – 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ, პროექტის “აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით” ფარგლებში, საქართველოს 5 რეგიონში (აჭარა,

მეტის ნახვა

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ JA Europe-ის 2024 წლის “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ 2024 წელს ბრიუსელში გამართულ JA Europe-ის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო.

მეტის ნახვა

სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი შეხვედრა

2024 წლის 12 და 13 ოქტომბერს, ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი პალასი“-ში, პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში, სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი

მეტის ნახვა

პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე

2024 წლის, 7 ნოემბერს, PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე ავღნიშნეთ. #IPMDay არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ეძღვნება

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები