გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია საქართველოს 2024 წლის მეწარმეობის საუკეთესო მასწავლებლის, ნანა კუპრეიშვილის შესახებ, რომელიც ქვეყნის სახელით, ნომინირებულია JA ევროპის წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოზე, რომლის წარმდგენია United Parcel Service (UPS).
ნანას თანამშრომლობა ჩვენს ორგანიზაციასთან 2008 წელს დაიწყო, როდესაც მე-10 კლასის მოსწავლემ, მონაწილეობა მიიღო გლობალური ბიზნესეთიკის პროგრამაში. ადრეულ ასაკში, JA-ს ღირებულებებისა და პრინციპების გაცნობამ, გააღვივა მისი მეწარმეობისადმი ინტერესი, რამაც დიდი გავლენა იქონია მისი კარიერის ჩამოყალიბებაზე.
მეწარმეობის მასწავლებლის ამპლუაში მუშაობის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა 15-ზე მეტი მინი-კომპანია, რომელთაგან ბევრმა მოიპოვა გამარჯვება ისეთ ნომინაციებში, როგორებიცაა „საუკეთესო პროდუქტი“ და „ხალხის რჩეული“. ასევე, 2018 წელს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი საქართველოს საუკეთესო სამეწარმეო სკოლად (TES Award) დასახელდა.
ნანას მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ JA-ს საერთაშორისო პროექტებში, მაგალითად „Foodathon” სადაც ის და მისი მოსწავლეები წარმატებით ართმევენ თავს გლობალურ სივრცეში მუშაობის გამოწვევებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ მისმა ერთ-ერთმა სტუდენტმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე.
ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამებიდან მიღებული გამოცდილება უზრუნველყოფს ნანას სტუდენტების აღჭურვას სამეწარმეო უნარებით, რაც მათ ამზადებს მზარდ და კონკურენტუნარიან გლობალურ გარემოში წარმატებული ასპარეზობისთვის.
ნანას სწავლების გამოცდილება სცილდება საკლასო ოთახს, ვინაიდან ის ხშირად იყენებს ექსპერიმენტული სწავლების მეთოდებს. მაგალითად, აწყობს ყოველწლიურ გამოფენა-გაყიდვას, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მეწარმისთვის საჭირო რეალური გამოცდილებები და გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარები.
ეს დამსახურებული ნომინაცია ხაზს უსვამს, არა მხოლოდ ნანას მეწარმეობრივ განათლებას, არამედ ამტკიცებს მის კომპეტენციასა და იმ ძლიერ მენტორულ უნარებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანის ახალგაზრდობაში მეწარმეობრივი კომპეტენციების ჩამოყალიბებას.
ვულოცავთ ნანას დამსახურებულ მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს!