JA Worldwide ნომინირებულია 2025 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში

შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

მეწარმეობის საფუძვლების პედაგოგთა მომზადება

“ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ ხელს უწყობს მეწარმეობის, ფინანსური წიგნიერებისა და დასაქმებისთვის მზაობის უნარების განვითარებას ახალგაზრდებში, რაც თანხვედრაშია როგორც „საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – საქართველო 2020“-თან, ისე „განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021“-თან.

ამჟამად, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს’’ მიერ მომზადებული პროგრამით და სასწავლო მასალებით, საჯარო სკოლებში ისწავლება „მეწარმეობის საფუძვლები’’, რომელიც არის არჩევითი საგანი.

თუ თქვენი სკოლა აირჩევს აღნიშნულ საგანს, ჩვენ ჩაგრთავთ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტში „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში“, რომლის ფარგლებშიც უსასყიდლოდ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:

  • მასწავლებლის მომზადებას;
  • მასწავლებლის ჩართვას სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში;
  • ყველა მასწავლებლისა და მოსწავლისთვის საჭირო რესურსების და მასალების გადაცემას;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებში, გამოფენა-გაყიდვებსა და ინოვაციების ბანაკებში მონაწილეობას;
  • სწავლების შესახებ კონსულტაციებს ცხელი ხაზის მეშვეობით (0322 383676 და 558 591195);
  • მოსწავლეების Entrepreneurship Skill Pass (ESP)-ის საერთაშორისო სერტიფიცირების პროცესში ჩართვას.

The Entrepreneurial Skills Pass (ESP) არის სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირების პროგრამა ევროპაში დამკვიდრებული სტანდარტებით 15-დან 25 წლამდე ასაკის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის; „მეწარმეობის“ პროგრამის გავლა შესძენს საჭირო უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც დაეხმარებათ საკუთარი ბიზნესის დაწყებაში ან წარმატებით დასაქმებაში.

ESP-ის ჩაბარებით დასტურდება, რომ მოსწავლე/სტუდენტი ფლობს მეწარმეობრივ უნარებს და კომპეტენციებს, რაც კონკრენტულ უპირატესობას სძენს მას სამუშაო ბაზარზე შესვლისას, ზრდის დასაქმების შანსს, დამსაქმებლებს აძლევს ნათელ სურათს პოტენციურ კანდიდატთა შესახებ.

ტრენინგის ბოლოს „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ გასცემს კურსის სრულად გავლის საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ცნობადია მსოფლიოს 123 ქვეყანაში.

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. იგი არის JA მსოფლიოს წარმომადგენელი რესპუბლიკაში, მისი პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

Junior Achievement WorldWide არის მსოფლიოში უდიდესი საგანმანათლებლო კლასტერი, რომელიც ფუნქციონირებს 123 ქვეყანაში. შესაბამისად, მის მიერ გაცემული სერტიფიკატი ცნობადია 123 ქვეყანაში. მისი მთავარი მიზანია „ახალგაზრდების მომზადება გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად“.

Junior Achievement დაფუძნდა 1919 წელს. მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.

დაინტერესების შემთხევევაში, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ ფოსტა: juniortrainings@gmail.com

ცხელი ხაზი: 0322 383676 ან 558 591195.

წლის სამეწარმეო სკოლა 2025

TES Award (The Entrepreneurial School Award) არის ყოველწლიური ინიციატივა, რომელსაც @JA Europe ხელმძღვანელობს და მიზნად ისახავს მეწარმეობის განათლების სფეროში წარმატებული

მეტის ნახვა

შეხვედრა ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების და მწვანე გადასვლის მხარდასაჭერად“ ფარგლებში

2025 წლის 15 და 17 იანვარს ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს წარმომადგენლებმა ხაშურსა და ზუგდიდში, ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების

მეტის ნახვა

სოციალური საწარმოების საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონებში

2024 წლის, 24 ნოემბრიდან – 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ, პროექტის “აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით” ფარგლებში, საქართველოს 5 რეგიონში (აჭარა,

მეტის ნახვა

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ JA Europe-ის 2024 წლის “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ 2024 წელს ბრიუსელში გამართულ JA Europe-ის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო.

მეტის ნახვა

სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი შეხვედრა

2024 წლის 12 და 13 ოქტომბერს, ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი პალასი“-ში, პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში, სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი

მეტის ნახვა

პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე

2024 წლის, 7 ნოემბერს, PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე ავღნიშნეთ. #IPMDay არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ეძღვნება

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები