JA Worldwide ნომინირებულია 2025 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში

შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

ინოვაციების ბანაკი: ფინანსური წიგნიერება

3 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“, ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, გორის სასწავლო უნივერსიტეტში, ფინანსური განათლების თემაზე ახალგაზრდული „ინოვაციების ბანაკს“  უმასპინძლეს.

ღონისძიება ჩატარდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის  –  „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში, ხუთი კომერციული ბანკისა  – თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ფინკა ბანკი, ვითიბი ბანკი, ლიბერთი ბანკი – და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის ჩართულობით. პროექტში მონაწილეობა მიიღო 15-დან 18 წლამდე ასაკის 120-ზე მეტმა ახალგაზრდამ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებიდან, ზუგდიდიდან და თბილისიდან.

ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე – ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12-საათიანი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები თავს იყრიან ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის სფეროში არსებული ბიზნეს და საგანმანათლებლო გამოწვევის გარშემო, და ცდილობენ ეფექტური, ინოვაციური მეთოდებით გადაჭრან პრობლემები.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში მათ ჰქონდათ წვდომა საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე. ამასთან, მონაწილეებს ჰქონდათ  შესაძლებლობა მიეღოთ საჭირო ინფორმაცია და ინტენსიური კონსულტაციები საბანკო-საფინანსო სექტორიდან მოწვეული გამოცდილი ექსპერტებისგან. გარდა ამისა, მათ იმსჯელეს ფინანსური განათლების მნიშვნელობისა და სარგებლიანობის შესახებ.

პროექტის მიხედვით, თითოეულ ჯგუფს, ევალებოდა პრეზენტაციის და ბიზნეს გეგმის წარდგენა, რის საფუძველზეც ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ეროვნული ბანკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდისა (SBFIC) და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცის წარმომადგენლებისგან, გამოავლინა გამარჯვებული.

გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილემ მიიღო 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის.

„ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ შევუერთდით “ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ ამ მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტის განხორციელებაში. „ინოვაციების ბანაკის“ მიზანია მოახდინოს ახალგაზრდების ინტერესის პროვოცირება ფინანსური და სამეწარმეო განათლების მიმართულებით და დაეხმაროს მათ ამ კუთხით არსებული პრობლემების გუნდურად გადაჭრაში. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, კიდევ არაერთხელ განვახორციელებთ „ინოვაციების ბანაკს“, ამჯერად, საქართველოს სხვა რეგიონებში“,  – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.   

„სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპაში და ევრაზიაში“ 3-წლიანი პროექტია, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და რომელიც JA Worldwide-ისა და JA ევროპის ხელმძღვანელობით, JA-ის ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით ოთხ სამიზნე ქვეყანაში (საქართველო, მაკედონია, მოლდოვა და სერბეთი), სამეწარმეო განათლების დანერგვის მიზნით ხორციელდება.

წლის სამეწარმეო სკოლა 2025

TES Award (The Entrepreneurial School Award) არის ყოველწლიური ინიციატივა, რომელსაც @JA Europe ხელმძღვანელობს და მიზნად ისახავს მეწარმეობის განათლების სფეროში წარმატებული

მეტის ნახვა

შეხვედრა ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების და მწვანე გადასვლის მხარდასაჭერად“ ფარგლებში

2025 წლის 15 და 17 იანვარს ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს წარმომადგენლებმა ხაშურსა და ზუგდიდში, ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების

მეტის ნახვა

სოციალური საწარმოების საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონებში

2024 წლის, 24 ნოემბრიდან – 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ, პროექტის “აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით” ფარგლებში, საქართველოს 5 რეგიონში (აჭარა,

მეტის ნახვა

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ JA Europe-ის 2024 წლის “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ 2024 წელს ბრიუსელში გამართულ JA Europe-ის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო.

მეტის ნახვა

სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი შეხვედრა

2024 წლის 12 და 13 ოქტომბერს, ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი პალასი“-ში, პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში, სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი

მეტის ნახვა

პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე

2024 წლის, 7 ნოემბერს, PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე ავღნიშნეთ. #IPMDay არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ეძღვნება

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები