032 2 38 36 76

jag@jag.ge

სამეწარმეო განათლების პოპულარიზაცია საქართველოში

 JA Estonia & JA Georgia ესტონეთის განვითარების კოოპერციი მხარდაჭერით ახორიცილებს პროექტს, „სამეწარმეო განათლების პოპულარიზაცია საქართველოში“.

პროექტის მიზანია: „სამეწარმეო განათლების პოპულარიზაცია საქართველოში, მეწარმეობის სწავლების ევროპული მეთოდოლოგიის გაზიარება და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა“.

პროექტის ფარგლებში 2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩამოსული იყო ექსპერტთა და ტრენერთა გუნდი, რომელთა მონაწილეობით განახორციელდა შემდეგი აქტივობებს:

16 ოქტომბერს, ქუთაისში, კერძო სკოლა პროგრესში ჩატარდება სამეწარმეო როლური მოდელირება „JA Marketplace”, რაშიც მონაწილეობა მიიღო 24-მა საშუალო სკოლის მოსწავლემ, თამაში ჩატარდა ინგლისურ ენაზე, პროცესს დააკვირდნენ ქართველი მენტორები, რომლებმაც შემდგომში თავად განახორციელეს მსგავსი აქტივობები.

17 ოქტომბერს, ჩატარდა „ეჩივმენტ ჰაბ ზუგდიდის“ ტრენერთა მომზადება „მეწარმეობის სწავლების მეთოდებში“, რომელიც ჩატარდა ზუგდიდის სასწავლო ცენტრში.

18 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა JA Georgia-ს ტრენერთა ტრენერების მომზადება - როგორ ვასწავლოთ „ბიუჯეტირება და აღრიცხვა“ მეწარმეობის პროგრამით.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები ორგანიზაციის მენეჯმენტისა და ტრენერთა კომპეტენციების ზრდისთვის.

დეკემბერში და იანვარის თვეში ჩატარდა ტრენინგები მეწარმეობის პედაგოგთათვის "აღრიცხვა და ბიუჯეტირება"

ასევე ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ერთერთი მოსწავლეთა კომპანიის მოსწავლეები ესტუმრნენ ესტონეთის მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა გაყიდვას.

შემგეგ კი ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს მეწარმეობის პედაგოგთა ტრენერები გაეგზავრნენ ესტონეთში ევროპული სწავლების მეთოდოლოგიის გაზიარებისთვის და მეწარმეობის საფუძვლების ტრენინგების სწავლების გამოცდილების ასამაღლებლად.

JA Estonia & JA Georgia აქტიურად და წარმატებით ახორციელებენ პროექტს რაც საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამეწარმეო განათლების პოპულარიზაციის კუთხით.