+995 558 11 60 64

jag@jag.ge

ჩვენს შესახებ

"ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო" დაფუძნდა 2002 წელს. ის არის "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" წევრი. "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო" აერთიანებს 123 ქვეყნის მსგავს ორგანიზაციებს, რომელთა მიზანია მეწარმეობისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობა კერძო სექტორს, განათლების სისტემებსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გამყარების გზით. "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო"-ს პროგრამები აღიარებულია ევროპის კომისიის მიერ როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში.
"ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო" "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო"-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე საქართველოში ხელს უწყობს მოქალაქის პიროვნული თავისუფლების გააზრების ხელშეწყობას, ფინანსური წიგნიერების, მეწარმეობის და სამუშაოსთვის მზაობის უნარების ჩამოყალიბების გზით.

 

ხედვა

შთაგონებული, ინიციატივიანი ახალგაზრდები, რომლებიც ინოვაციურ მიდგომებსა და ხერხებს იყენებენ წარმოებასა და მომსახურებაში ეხმარებიან ოჯახს, ასაქმებენ სხვებს, ზრუნავენ გარემოზე, იხდიან გადასახადებს და ანგარიშს სთხოვენ მთავრობას გაწეული მუშაობის შესახებ.

 

მიზნები

  • ახალგაზრდების ინსპირირება და მომზადება გლობალურ ეკონომიკაში წარმატებისათვის;
  • საქართველოში, საბაზრო ეკონომიკური და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა.

 

ამოცანები

  • საზოგადოებაში ინოვაციური და სამეწარმეო აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • ეკონომიკური განთვთარების ხელშეწყობა;
  • მოსახლეობაში სამწარმეო სულისკვეთების დამკივიდრების ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდა თაობისათვის ეკონომიკური, სამეწარმეო, აგრეთვე ბიზნესსამართლებრივი განათლების პროგრამების განვითარება და დანერგვა ბიზნესისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გზით;
  • ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, მეწარმეობის უნარისა და ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება;
  • საბაზრო დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • ადამიანის და ბავშთა უფლებების განსაკუთრებით, საგნამნათლებლო უფლებების დაცვა;
  • საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

 ყოველწლიურად ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს საქმიანობა აერთიანებს 10 მილიონზე მეტ მოსწავლეს, 450 000 ბიზნეს მოხალისესა და მენტორს მსოფლიოს 6 კონტინენტის 123 ქვეყანაში.