+995 558 11 60 64

jag@jag.ge

გლობალური ფულის კვირეული - 2018 GMW

2018 წლის 18 მარტს, ჯუნიორ ეჩივმენტ საქრთველო საქართველოს ეროვნულ ბანკთან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მართავს ინოვაციების ბანაკის ღონისძიებას. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებში ისეთი უნარების ჩამოყალიბება, რაც მომავალში დაეხმარებათ ფულის სწორად მართვაში და დაზოგვაში.

ინოვაციების ბანაკი - ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 6 საათიანი ღონისძიება, სადაც 9-დან 12 წლამდე ახალგაზრდები 7 სხვადასხვა საჯარო ან კერძო სკოლიდან, თავს იყრიან კონკრეტული გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტური მეთოდები. ამასთან, ახალგაზრდები სწავლობენ თუ როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. ღონისძიების ოფიციალურად გახსნამდე მონაწილეებს ჩაუტარდებათ მოკლე ლექცია „ბიუჯეტი - ფინანსების მართვის ეფექტიანი საშუალებაა“.

პროექტის მიხედვით, თითოეულ ჯგუფს, ევალება პრეზენტაციის და ბიზნეს გეგმის წარდგენა, რის საფუძველზეც ჟიური, რომელიც შედგება ეროვნული ბანკის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს, წარმომადგენლებისგან, გამოავლენს გამარჯვებულს.

ღონისძიების თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, ხოლო გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები.

„გლობალური ფულის კვირეული“ საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International- ის (CYFI) ინიციატივით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. ამ წამოწყებას, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, საქართველო უკვე მეხუთედ უერთდება; „გლობალური ფულის კვირეულის“ მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება. 

2018 წლის კვირეულის დევიზია 

„ფულთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია“.