032 2 38 36 76

jag@jag.ge

იწყება რეგისტრაცია სამეწარმეო უნარ-ჩვევების (ENTREPRENEURSHI SKILLS PASS) საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად

იწყება რეგისტრაცია "მეწარმეობის საფუძვლების" სასწავლო პროგრამაში ჩართული მოსწავლეებისათვის სამეწარმეო უნარ-ჩვევების (Entrepreneurshi Skills Pass) საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად.

რა არის Entrepreneurship Skills Pass (ESP) სამეწარმეო უნარ-ჩვევების საერთაშორისო გამოცდა?

The Entrepreneurial Skills Pass (ESP) არის ევროპული სერტიფიკატი (15-25 წლამდე მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ან მონაწილეობდნენ JA მოსწავლეთა კომპანიაში, შეიძინეს საჭირო ცდნა, უნარები და კომპეტენციები, რათა დაეწყოთ ბიზნესი ან წარმატებით დასაქმებულიყვნენ. სერტიფიცირება გულისხმობს მინიკომპანიის ჩამოყალიბების მთლიანი წლის გამოცდილების ქონას; მეწარმეობრივი კომპეტენციების შეფასებას;  ბიზნესის შემოწმებას; ეკონომიკურ და ფინანსურ ცოდნას; და შემდგომი შესაძლებლობების მიღებას მცირე და მსხვილი ბიზნესებისგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

ESP მოსწავლეს აძლევს სტანდარტიზებულ ფორმას/სერტიფიკატს, რომ ისინი ფლობენ მეწარმეობრივ უნარებს და კომპეტენციებს, რისი ფლობას კონკრენტულ უპირტესობას სძენს სამუშო ბაზარზე შესვლისას, ასევე ამაღლებს დასაქმებულთა რიცხვს და დამსაქმებლებს სთავაზობს ნათელ სურათს პოტენციური კანდიდატების შესახებ.

ESP გამოცდა არის მაღალი დონის და საჭიროებს სტუდენტის ყურადღებას, კრიტიკულ და პროდუქტიულ აზროვნებას. მოსწავლეთა კომპანიის გარდა პირდაპირი სწავლება ან ინდივიდუალური მომზადება არის საჭირო გამოცდისთვის მოსამზადებლად. ამისათვის დამატებითი მასალები არის ხელმისაწვდომი მასწავლებლისა და მოსწავლისთვის. ესენია ESP მასწავლებლის სილაბუსი და ESP ტერმინთა განმარტება მოსწავლეებისთვის: ეს არის გამოსადეგი დოკუმენტი რომელიც გვთავაზობს მთავარ ბიზნეს ტერმინებს და კონცეფციებს, რომელიც მოცემული იქნება ფინალურ გამოცდაზე. მასალები გადმოიწერეთ შემდეგი ლინკიდან:https://drive.google.com/open?id=1hiGT6rQy3mHVG4R5vo53g0uKV_l9NNjd

სერტიფიკატის მისაღებად მოსწავლეებმა ESP საიტზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2017 წლის 15 ნოემბრიდან-15 იანვრის ჩათვლით და შეავსონ საიტზე მოცემული პირველი კითხვარი. სწავლების დასასრულს, კი უნდა შეავსონ მეორე კითხვარი და დაწერონ ფინალური გამოცდა.

დასარეგისტრირებლად მოსწავლემ სწორად უნდა ჩაწეროს ელექტრონული ფოსტის მისამართი და მისი სახელი და გვარი, რადგან პროფილის გასააქტიურებლად ელ-ფოსტაზე მიუვა ლინკი, სახელი და გვარი კი აღარ შეიცვლება. ასევე, უნდა დაიმახსოვროს საიტზე შესასვლელი პაროლი, რადგან მომავალშიც დასჭირდება შესვლა. 

სარეგისტრაციო ლინკის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 11 60 64

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.entrepreneurialskillspass.eu/