+995 558 11 60 64

jag@jag.ge

ინოვაციების ბანაკი: ინოვაციები და ტექნოლოგიები

2020 წლის 25, 26 და 27 ივლისს, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, მართავს ინოვაციების ბანაკის 3 დღიან ონლაინ  ღონისძიებას „ინოვაციების და ტექნოლოგიების“ თემაზე.

თუ გსურთ რომ თქვენი სკოლის გუნდი (10 მოსწავლე) ჩაერთოს ინოვაციების ბანაკის ღონისძიებაში გაეცანით ინფორმაციას ღონისძიების შესახებ და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 3 დღიანი ღონისძიება, სადაც 15-დან 18 წლამდე 14 სკოლის 140 ახალგაზრდა (სკოლიდან 10 მოსწავლე) იმუშავებს  კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. ასევე, სტუდენტები სწავლობენ თუ, როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში, ორგანიზების ყველა ეტაპი იქნება ონლაინ პალატფორმა ZOOM.US-ის მეშვეობით.

გუნდების ფორმირების შემდეგ ახალგაზრდები გაეცნობიან ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც იმუშავებენ 3 დღის განმავლობაში. აღნიშნული ბიზნეს ამოცანა იქნება სპეციფიური და რეალური პრობლემების შესახებ. ეს კი ითვალისწინებს, რომ ისინი ღრმად უნდა გაეცნონ სხვადასხვა მიმართულებებით ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ სიტუაციას, კარგად უნდა შეისწავლონ ინდუსტრია, სახელმწიფოს მოქმედების სტრატეგია და განავითარონ ისეთი საქონლის და/ან მომსახურების კონცეფცია, რომელიც დაეხმარებათ მათ პრობლემის სწორად და ეფექტურად გადაჭრაში. გუნდებს ეყოლებათ გამოცდილი მენტორები და ასევე, ექსპერტები სხვადასხვა  სექტორიდან, რომლებიც გაუწევენ ინტენსიურ კონსულტაციებს, მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას და დაეხმარებიან იდეების განვითარებაში.

ღონისძიებაზე თითოეული გუნდი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც დღის ბოლოს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.

გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება სიმბოლური საჩუქრებით, ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცემა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის.

!!! იმისათვის, რომ სკოლამ შეძლოს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა სკოლაში ისწავლებოდეს საგანი „მეწარმეობის საფუძვლები“ ან მომავალი წლიდან გეგმავდეთ აღნიშნული საგნის სწავლებას.

(იმ შემთხვევაში თუ ახალი სასწავლო წლიდან აპირებთ, რომ ასწავლოთ „მეწარმეობის საფუძვლები“, გთხოვთ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელ.ფოსტაზე juniortrainings@gmail.com გადმოგვიგზავნოთ დირექტორის მიერ დამოწმებული  ოფიციალური წერილი მასზედ, რომ 2020-2021 სასწავლო წელს თქვენი სკოლა ჩაერთვება საგნის „მეწარმეობის საფუძვლები“-ს  სწავლებაში).

 

 რეგისტრაციის ბოლო დღეა: 21 ივლისი, 2020 წელი

სკოლების შესარჩევი სარეგისტრაციო ფორმა