+995 558 11 60 64

jag@jag.ge

სამეწარმეო განათლების ფესტივალი

„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ 2017 წლის 25 მარტს „Tbilisi Mall”-ში გიწვევთ „სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2017“-ზე, რომლის ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვა, სადაც გამოვლინდება მოსწავლეების მიერ სასწავლო მიზნით შექმნილი საუკეთესო მინიკომპანიები, რომელთაგან ერთ-ერთი წარადგენს საქართველოს JA Europe Company of the Year Competition – 2017-ზე ბრიუსელში.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება, მოსწავლეების მიერ შექმნილი 24 მინიკომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მოსწავლეებს ღონისძიებაზე საშუალება ექნებათ გააცნონ საკუთარი პროდუქცია მომხმარებელს, მოახდინონ მათი რეალიზაცია და შეაფასონ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები. დღის ბოლოს ჟიურის მიერ გამოვლინდება „წლისკომპანია 2017“, რომელიც 2017 წლის 11-13 ივლისს ბრიუსელში, წარადგენს საქართველოს ევროპის 2017 წლის მოსწავლეთა კომპანიების ჩემპიონატზე. ღონისძიებაზე ასევე, გამოვლინდება სამი საუკეთესო მინიკომპანია შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო პროდუქტი“, „საუკეთესო გაყიდვები“ და „საუკეთესო ინტერვიუ“.  

პროგრამა „მეწარმეობის საფუძვლები“ ახალგაზრდებში ისწავლება მეწარმეობის სწავლების პრაქტიკული მეთოდით - „სწავლება კეთებით“, სიმულაციური კომპანიების ჩამოყალიბების და მართვის პრაქტიკის საფუძველზე. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობიან სამეწარმეო საქმიანობის ძირითად საკითხებს. პროგრამის წესების შესაბამისად, მონაწილეები ახდენენ კაპიტალის მოზიდვას, ბაზარზე გააქვთ მათ მიერ არჩეული და წარმოებული საქონელი ან მომსახურება და ყიდიან მას. პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკულად დაინახონ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ბიზნეს იდეიდან რეალური ბიზნესის ფორმირებამდე.