+995 558 11 60 64

jag@jag.ge

"მეწარმეობის საფუძვლების" მოსამზადებელი ტრენინგი პედაგოგთათვის

„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ აცხადებს რეგისტრციას მეწარმეობის საფუძლების პედაგოგთა მოსამზადებელ ტრენინგზე.

ტრენინგზე დასწრება შეუძლია მეწარმეობის საფუძვლების პედაგოგს, რომელიც ასწავლის კერძო ან საჯარო სკოლაში, იმის მიუხედავად აქვს თუ არა აღნიშნული ტრენინგი გავლილი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 სამუშაო შეხვედრა, 2 დღე (დღეში 6 საათი).

ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი.

დაინტერესების შემთხევევაში, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/2G3iuduF8u6r14om1

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელფოსტა: juniortrainings@gmail.com

ცხელიხაზი: 0322 383676 ან 558 591195.

 

„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ ხელს უწყობს მეწარმეობის, ფინანსური წიგნიერებისა და დასაქმებისთვის მზაობის უნარების განვითარებას ახალგაზრდებში, რაც თანხვედრაშია როგორც „საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020“-თან, ისე „განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021“-თან.

ამჟამად, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს’’ მიერ მომზადებული პროგრამით და სასწავლო მასალებით, კერძო და საჯარო სკოლებში ისწავლება „მეწარმეობის საფუძვლები’’, რომელიც არის არჩევითი საგანი.

თუ თქვენს კოლაში ისწავლება „მეწარმეობის საფუძვლები“ ჩვენ ჩაგრთავთ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტში „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში“, რომლის ფარგლებშიც უსასყიდლოდ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:

  • მასწავლებლის მომზადებას;
  • მასწავლებლის ჩართვას სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში;
  • ყველა მასწავლებლისა და მოსწავლისთვის საჭირო რესურსების და მასალების გადაცემას;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებში, გამოფენა-გაყიდვებსა და ინოვაციების ბანაკებში მონაწილეობას;
  • სწავლების შესახებ კონსულტაციებს ცხელი ხაზის მეშვეობით (0322 383676 და 558 591195);
  • მოსწავლეების Entrepreneurship Skill Pass (ESP)-ის საერთაშორისო სერტიფიცირების პროცესში ჩართვას.

The Entrepreneurial Skills Pass (ESP) არის სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირების პროგრამა ევროპაში დამკვიდრებული სტანდარტებით 15-დან 25 წლამდე ასაკის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის; „მეწარმეობის“ პროგრამის გავლა შესძენს საჭირო უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც დაეხმარებათ საკუთარი ბიზნესის დაწყებაში ან წარმატებით დასაქმებაში.

ESP-ის ჩაბარებით დასტურდება, რომ მოსწავლე/სტუდენტი ფლობს მეწარმეობრივ უნარებს და კომპეტენციებს, რაც კონკრენტულ უპირატესობას სძენსმას სამუშაო ბაზარზე შესვლისას, ზრდის დასაქმების შანსს, დამსაქმებლებს აძლევს ნათელ სურათს პოტენციურ კანდიდატთა შესახებ.

ტრენინგის ბოლოს „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ გასცემს კურსის სრულად გავლის საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ცნობადია მსოფლიოს 123 ქვეყანაში.

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. იგი არის JA მსოფლიოს წარმომადგენელი რესპუბლიკაში, მისი პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

Junior Achievement WorldWide არის მსოფლიოში უდიდესი საგანმანათლებლო კლასტერი, რომელიც ფუნქციონირებს 123 ქვეყანაში. შესაბამისად, მის მიერ გაცემული სერტიფიკატი ცნობადია 123 ქვეყანაში. მისი მთავარი მიზანია „ახალგაზრდების მომზადება გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად“.

Junior Achievement დაფუძნდა 1919 წელს. მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.