032 2 38 36 76

jag@jag.ge

მეწარმეობის საფუძვლების - მინი კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო!!!

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო იწყებს მეწარმეობის საფუძვლების სწავლების პროცესში შექმნილი მოსწავლეთა კომპანიების რეგისტრაციას!!!
(რეგისტრაციია მიმდინარეობს 1 დეკემბრიდან - 31 იანვრის ჩათვლით). დასარეგისტრირებლად უნდა შეავსოთ შემდეგი ფაილები: 
1. ბიზნეს იდეა. 
2. მარტივი ბიზნეს გეგმა. 
3. სარეგისტრაციო ფორმა. 
4. გამოგზავნოთ პროდუქტის ფოტოები, თუ უკვე გაქვთ შექმნილი. 
შევსებული ფაილები მოცემულ ვადაში უნდა გადმოგვიგზავნოთ მეილზე: juniortrainings@gmail.com 
სარეგისტრაციო ფორმები გადმოიწერეთ შემდეგი ლინკიდან: https://drive.google.com/open…

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს გამოფენა-გაყიდვაში და კონკურსში მონაწილეობის მიღება, ასევე მინი კომპანიების დარეგისტრირება, გავლილი უნდა ჰქონდეთ რეგისტრაცია ESP პლატთფორმაზე, შევსებული უნდა ჰქონდეთ პირველი კითხვარი.რა არის Entrepreneurship Skills Pass (ESP) სამეწარმეო უნარ-ჩვევების საერთაშორისო გამოცდა?

The Entrepreneurial Skills Pass (ESP) არის ევროპული სერტიფიკატი (15-25 წლამდე მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ან მონაწილეობდნენ JA მოსწავლეთა კომპანიაში, შეიძინეს საჭირო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები, რათა დაეწყოთ ბიზნესი ან წარმატებით დასაქმებულიყვნენ. სერტიფიცირება გულისხმობს მინიკომპანიის ჩამოყალიბების მთლიანი წლის გამოცდილების ქონას; მეწარმეობრივი კომპეტენციების შეფასებას; ბიზნესის შემოწმებას; ეკონომიკურ და ფინანსურ ცოდნას; და შემდგომი შესაძლებლობების მიღებას მცირე და მსხვილი ბიზნესებისგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

ESP მოსწავლეს აძლევს სტანდარტიზებულ ფორმას/სერტიფიკატს, რომ ისინი ფლობენ მეწარმეობრივ უნარებს და კომპეტენციებს, რისი ფლობაც კონკრენტულ უპირტესობას სძენს სამუშო ბაზარზე შესვლისას, ასევე ამაღლებს დასაქმებულთა რიცხვს და დამსაქმებლებს სთავაზობს ნათელ სურათს პოტენციური კანდიდატების შესახებ.

ESP გამოცდა არის მაღალი დონის და საჭიროებს სტუდენტის ყურადღებას, კრიტიკულ და პროდუქტიულ აზროვნებას. მოსწავლეთა კომპანიის გარდა, საჭიროა პირდაპირი სწავლება ან ინდივიდუალური მომზადება გამოცდისთვის. ამისათვის დამატებითი მასალები ხელმისაწვდომია მასწავლებლისა და მოსწავლისთვის. ესენია ESP მასწავლებლის სილაბუსი და ESP ტერმინთა განმარტება მოსწავლეებისთვის: ეს არის გამოსადეგი დოკუმენტი რომელიც გვთავაზობს მთავარ ბიზნეს ტერმინებს და კონცეფციებს, რომელიც მოცემული იქნება ფინალურ გამოცდაზე. მასალები გადმოიწერეთ შემდეგი ლინკიდან: https://drive.google.com/open…

მოსწავლეებმა ESP საიტზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2018 წლის 16 ნოემბრიდან - 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლითკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

juniortrainings@gmail.com 

+995 558 11 60 64