032 2 38 36 70

jag@jag.ge

ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქალაქი (8 გაკვეთილი)

ღირებულება 80

პროგრამები ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქალაქი 8-დან 11 წლამდე ახალგაზრდებისთვის

ჩვენი საზოგადოება

პროგრამა "ჩვენი საზოგადოება" უზრუნველყოფს ახალგაზრდებში სოციალური მეცნიერებების საბაზისო საფეხურის სტანდარტებით გათვალისწინებული უნარების ჩამოყალიბებას.  მასში განხილულია შემდეგი კონცეფციები:

–      ოჯახის წევრთა შრომითი წვლილი ოჯახის კეთილდღეობაში;

–      ოჯახის საჭიროებები და სურვილები;

–      ოჯახის მიერ საქონლისა და მომსახურების ყიდვის დაგეგმვა. 

პროგრამის მიზნები:

პროგრამის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები შეძლებენ:

  • აღწერონ ოჯახებს შორის მსგავსებები და განსხვავებები;
  • მოახდინონ საჭიროებების და სურვილების კლასიფიკაცია;
  • აღწერონ სამუშაოები, რომლებსაც ადამიანები ასრულებენ;
  • გააანალიზონ საკუთარი უნარები, რათა განსაზღვრონ ოჯახში პირადი წვლილის შეტანის გზები;
  • დაადგინონ საქონელი და მომსახურება, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესები აწარმოებენ;
  • ახსნან მეწარმეობის ერთ-ერთი მახასიათებელი, კერძოდ, საჭიროებების ან/და სურვილების დაკმაყოფილება.

 

ჩვენი ქალაქი

პროგრამა "ჩვენი ქალაქი" ხელს უწყობს ფინანსური წიგნიერების აკადემიური სტანდარტების შეძენას, ხოლო მისი ინტერესის მეორადი სფეროებია: სოციალური კვლევები, ბიზნესი, ეკონომიკა, კითხვა, წერა და მათემატიკა. მასში განხილულია ქალაქების მახასიათებლები და ფულის მართვა ქალაქში მცხოვრები ადამიანებისა და მოქმედი ბიზნესების მიერ.

ახალგაზრდები ფულის მართვის სტრატეგიებს გამოიყენებენ პირადი და საქმიანი ანგარიშების წარმოებისას.

პროგრამის მიზნები:

პროგრამაში მონაწილეობის შედეგად ახალგაზრდები შეძლებენ:

  •  წარმოადგინონ პრაქტიკული ინფორმაცია ქალაქში არსებული უბნების შესახებ;
  • გამოიკვლიონ ფულის, მათ შორის – გადასახადების გადახდის, მნიშვნელოვნება ქალაქისთვის;
  • აღწერონ ქალაქში ფინანსური ინსტიტუტების როლი – თუ როგორ ეხმარებიან ისინი მოსახლეობასა და ბიზნესებს ეკონომიკური მიზნების მიღწევაში;
  • გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ მეწარმეები ხელს უწყობენ ქალაქში ჯანსაღი ეკონომიკის განვითარებას;
  • შეადარონ ახალი ამბების გავრცელების სხვადასხვა ფორმატი.

 

პროგრამა შედგება 8 გაკვეთილისგან და თითოეული მათგანი მოიცავს:

  • მიმოხილვას— მასწავლებლის მიერ ჩასატარებელი აქტივობების მოკლე აღწერილობა.
  • მიზნებს— სწავლების შედეგებს: რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს ახალგაზრდა გაკვეთილიდან.
  • მომზადებას — რჩევებს გაკვეთილის მოსამზადებლად.
  • ცნებებსა და უნარებს — ცნებებისა და უნარების ჩამონათვალი ყოველი გაკვეთილისთვის.
  • დროს — საშუალო დრო თითოეული გაკვეთილისთვის არის 2 საათი.
  • დასკვნასა და შეჯამებას — გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება გაკვეთილის მიზნები.
  • სასაუბრო თემებს — საკითხებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში განხილული მასალის გააზრებას;
  • საგანთაშორის აქტივობებს — მასწავლებლის მიერ სხვა საგნების გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები, რომლებიც აფართოებს ახალგაზრდას ცოდნას.
  • გაკვეთილის მონახაზს — გაკვეთილის თანმიმდევრული სცენარს, რათა მასწავლებელმა ადვილად შეძლოს მიზნების მიღწევა.

 

თითოეული გაკვეთილისთვის განსაზღვრულია საჭირო მასალების ჩამონათვალი:

  • მასწავლებლის გზამკვლევი;
  • მოსწავლის რვეული;
  • საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათები;
  • ინდივიდუალური გაკვეთილის აქტივობების შესაბამისი დამატებითი მასალები („ჰენდაუთები’’).

ტრენინგზე რეგისტრაცია

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი