+995 558 11 60 64

jag@jag.ge

კონკურსი სკოლებისთვის პროექტში „პროექტის მენეჯმენტის ინსტიტუტის განათლების ფონდისა და JA Europe-ის თანამშრომლობა“ მონაწილეობის მისაღებად

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო აცხადებს კონკურსს“ სკოლების შესარჩევად, პროექტში „პროექტის მენეჯმენტის ინსტიტუტის განათლების ფონდისა და JA Europe-ის თანამშრომლობა“ მონაწილეობის მისაღებად. რომელის მიზანია ”ახალგაზრდებს მისცეს საშუალება, გააცნობიერონ თავიანთი პოტენციალი და შეცვალონ ცხოვრება პროექტის მენეჯმენტის საშუალებით”.

თუ თქვენი სკოლა და მეწარმეობის პედაგოგი შერჩეული იქნებიან პროექტის გუნდში, მოგეცემათ უნიკალური შანსი ჩაერთოთ თანამედროვე, უნიკალური სამეწარმეო პროგრამის პილოტირებაში, რომელიც მომზადდება „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ „მოსწავლეთა კომპანიის“ მეთოდოლოგიით, პროექტების მართვის ინსტიტუტის მეთოდებით და მასალებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად.

 

პროგრამა წარიმართება შემდეგნაირად:

  1. სკოლის მეწარმეობის პედაგოგი ავსებს სააპლიკაციო ფორმას, 2021 წლის 31 ოქტომბრამდე.
  2. გასაუბრება სკოლის პედაგოგებთან.
  3. კანდიდატების შერჩევა.
  4. მასწავლებელთა ტრენინგი.
  5. მასალების გადაცემა.
  6. ყოველთვიური ქოუჩინგი და ინფორმაციის გაცვლა.

 

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. იგი არის JA მსოფლიოს წარმომადგენელი ქვეყანაში. ასევე, JA Europe-ის მოდელი ორგანიზაცია და მისი პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

Junior Achievement დაფუძნდა 1919 წელს. იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მე-7 ადგილზეა და მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას. 

პროექტი „პროქტის მენეჯმენტის ინსტიტუტის განათლების ფონდისა და JA Europe”-ის თანამშრომლობა“ განხორციელდება 30 ქვეყანაში, Junior Achievement-ის ორგანიზაციების მიერ, რომელთა შორისაა საქართველოც.

 

დაინტერესებული სკოლის პედაგოგის მიერ შესავსები სააპლიკაციო ფორმა