+995 558 11 60 64

jag@jag.ge

სამეწარმეო განათლების ფორუმი

25 აპრილს, 12:30-დან 19:30 სთ-მდე, სასტუმრო „Radisson Blu Iveria“-ში ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო მართავს სამეწარმეო განათლების ფორუმს. ფორუმი იმართება, აშშ-ს საერთაშორისო განვითრების სააგენტოს USAID -ის პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება Junior Achievement-ის წევრი 8 ქვეყნის მიერ: ევროპა (ბელგია), ბულგარეთი, ალბანეთი, რუმინეთი, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა და მაკედონია.

ღონისძიების დროს მოხდება სასწავლო პროგრამის „მეწარმეობის საფუძვლების“ ფარგლებში შექმნილი „სასწავლო კომპანიების“ საუკეთესო ხუთი კომპანიის წარდგენა, ამასთანავე „წლის კომპანიის“ გამოვლენა, რომელიც 2018 წლის ივლისში ევროპის „სასწავლო კომპანიების“ 29-ე შეჯიბრზე წარადგენს საქართველოს, რომელიც გაიმართება ბელგრადში, სერბეთი http://coyc.jaeurope.org/.

ღონისძიებას ესწრება განმახორციელებელი ქვეყნების, USAID-ის, ბიზნეს, სამთავრობო, საგანმანთლებლო და არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლები, ამასთანავე პროგრამის მონაწილე მოსწავლეები.

პროექტი დაიწყო 2017 წლის თებერვალში. 3 წლის განმავლობაში პროექტი გეგმავს სამეწარმეო და სამუშაოსთვის მზაობის კომპეტენციები განუვითაროს 100,000 ახალგაზრდას აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში. .

პროექტის განხორციელების პირველი წლის შედეგად საქართველოში მომზადდა 200-ზე მეტი პედაგოგი, სწავლებაში ჩართულია 249 სკოლის 6500-მდე მოსწავლე, მათგან 1800 კი გადასულია Entrepreneurial Skills Pass ევროპული ხარისხის სერტიფიცირების ბოლო ეტაპზე Junior Achievement WorldWide არის მსოფლიოში უდიდესი საგანმანათლებლო კლასტერი, რომელიც ფუნქციონირებს 123 ქვეყნაში. მისი მთავარი მიზანია „ახალგაზრდების მომზადება გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად“. Junior Achievement დაფუძნდა 1919 წელს, მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.

Junior Achievement Georgia დაფუძნდა 2002 წელს და საქართველოში ახორცილებს Junior Achievement-ის პროგრამებს.