+995 558 11 60 64

jag@jag.ge

10 და 11 თებერვალს - მეწარმეთა აკადემიაში პროგრამის "ჩვენი ოჯახი" I - II გაკვეთილები ჩატარდა

პროგრამა ჩვენი ოჯახი - ეს არის ინტერდისციპლინური სასწავლო პროგრამა, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სამეწარმეო აზროვნების და კომპეტენციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და დასაქმებისთვის მზაობის უნარების განვითარება.

 

მასში განხილულია შემდეგი კონცეფციები:

 

  • ოჯახის წევრთა შრომითი წვლილი ოჯახის კეთილდღეობაში;
  • ოჯახის საჭიროებები და სურვილები;
  • ოჯახის მიერ საქონლისა და მომსახურების ყიდვის დაგეგმვა.

 

პროგრამის მიზნები:პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ:

  • აღწერონ ოჯახებს შორის მსგავსებები და განსხვავებები;
  • მოახდინონ საჭიროებების და სურვილების კლასიფიკაცია;
  • აღწერონ სამუშაოები, რომლებსაც ადამიანები ასრულებენ;
  • გააანალიზონ საკუთარი უნარები, რათა განსაზღვრონ ოჯახში პირადი წვლილის შეტანის გზები;
  • დაადგინონ საქონელი და მომსახურება, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესები აწარმოებენ;
  • ახსნან მეწარმეობის ერთ-ერთი მახასიათებელი, კერძოდ, საჭიროებების ან/და სურვილების დაკმაყოფილება.

 

JA Georgia-ს მეწარმეთა აკადემია 5-დან 16 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო ტრენინგებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოზარდებში: ლიდერობის, მეწარმეობის და სხვა 21-ე საუკუნის უნარების ჩამოყალიბებას, რაც მათ დაეხმარებათ გახდნენ წარმატებული გლობალურ ეკონომიკაში.

„მეწარმეთა აკადემიაში“ პროგრამებს ასწავლის „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ გამოცდილი ტრენერები, რომლებსაც გავლილი აქვთ ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამების საერთაშორისო მოსამზადებელი ტრენინგები. ისინი ტრენინგის დროს ქმნიან ბიზნეს გარემოს და ატარებენ ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც ახალგაზრდებს შორის მნიშვნელოვნად ამაღლებს მოტივაციას. სახალისო თამაშების და აქტივობების შედეგადაც მოსწავლეები ეცნობიან ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და უვითარდებათ ისეთი უნარები რაც დაეხმარებათ პრობლემების შემოქმედებითად და ეფექტურად გადაწყვეტაში.

აკადემიაში ტრენინგის ღირებულება შეადგენს 50 ლარს.

თითოეული ტრენიგ-პროგრამა მოიცავს 10 აკადემიურ საათს სულ 5 შეხვედრა.

ტრენინგების ჩატარების ადგილი:

  • თბილისი - ს. მეტრეველის ქ. #1
  • ზუგდიდი - მეურნარგიას ქ. #25
  • ლაგოდეხი - 9 აპრილის ქ.#42

 

ცხელი ხაზი: 2 38 36 76 ან 558 59 11 59

 

ტრენინგის ფოტოები