032 2 38 36 70

jag@jag.ge

სამეწარმეო განათლების პოპულარიზაცია საქართველოში

JA Estonia & JA Georgia ესტონეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორიცილებს პროექტს, „სამეწარმეო განათლების პოპულარიზაცია საქართველოში“, რომლის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულია ექსპერტთა და ტრენრთა გუნდი. ისინი საქართველოში განახორიცელებენ სხვადასხვა აქტივობებს:

16 ოქტომბერს, ქუთაისში, კერძო სკოლა პროგრესში ჩატარდება სამეწარმეო როლური მოდელირება „JA Marketplace”, რაშიც მონაწილეობას მიიღებს 30 საშუალო სკოლის მოსწავლე, თამაში ჩატარდება ინგლისურ ენაზე, პროცესს დააკვირდებიან ქართველი მენტორები, რომლებიც შემდგომში თავად განახორციელებენ მსგავს აქტივობებს საქართველოს სხვადასხვა სკოლებში.

17 ოქტომბერს, პროექტით გათვალისიწნებული მნიშვნელოვანი აქტიოვობაა „ეჩივმენტ ჰაბ ზუგდიდის“ ტრენერთა მომზადება „მეწარმეობის სწავლების მეთოდებში“, რომელიც ჩატარდება ზუგდიდის სასწავლო ცენტრში.

18 ოქტომბერს დაგეგმილია JA Georgia-ს ტრენერთა ტრენერების მომზადება - როგორ ვასწავლოთ „ბიუჯეტირებასა და აღრიცხვა“ მეწარმეობის პროგრამით.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება საკონსულტაციო შეხვდერები ორგანიზაციის მენეჯემნტისა და ტრენერთა კომპეტენციების ზრდისთვის.

პროექტი დაიწყო 2017 წლის ივლისში გაგრძელდება 2 წლის მანძილზე, მისი ძირითადი მიზანია, სამწარმეო განათლების პოპულარიზაცია საქართველოში, მეწარმეობის სწავლების ევროპული მეთოდოლოგიის გაზიარება და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.