+995 558 11 60 64; +995 558 56 55 99

jag@jag.ge

ინოვაციების ბანაკი 2017

2017 წლის 11 ივნისს “ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო”-მ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში“ გამართა „ინოვაციების ბანაკის“ ღონისძიება. ღონისძიება ჩატარდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში და მასში მონაწილეობა მიიღო 15-დან 18 წლამდე 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

ინოვაციათა ბანაკი ეს არის - იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები თავს იყრიან კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში მათ ჰქონდათ წვდომა მათთვის საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ საჭირო ინფორმაცია და ინტენსიური კონსულტაციები სხვადასხვა ბიზნეს სექტორებიდან მოწვეულ გამოცდილ მენტორებთან.

დღის ბოლოს თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაცია და ბიზნეს გეგმა, რის საფუძველზეც ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული.

გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილემ მიიღო 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის.

„სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში“ არის 3 წლიანი ინტერნაციონალური პროექტი. იგი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და  JA Worldwide-ის და JA ევროპის ხელმძღვანელობით JA-ის ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ხორციელდება  ოთხ სამიზნე ქვეყანაში (საქართველო, მაკედონია, მოლდოვა და სერბეთი). მათ პროგრამის განხორციელებაში პარტნიორობას უწევენ მეწარმეობის სწავლების  გამოცდილების მქონე  ევროპის ქვეყნების (ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთიდასერბეთი) ჯუნიორ ეჩივმენტის ეროვნულიორგანიზაციები.

პროექტი მოიცავს პრაქტიკული სამეწარმეო განათლების მიწოდებას სკოლის მოსწავლეებისათვის, მასწავლებელთა ტრენინგებს და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა აქტივობებით, რათა დაინერგოს სამეწარმეო განათლება აღნიშნულ ქვეყნებში. პროექტის უნიკალურობის მთავარ ასპექტს წარმოადგენს საერთაშორისო სწავლება ჯუნიორ ეჩივმენტის ეროვნულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, ასევე რეგულარული ღონისძიებები დაინტერესებული მხარეებისა და ქვეყნების მონაწილეობით.

 

 

იხილეთ ფოტოები