+995 558 11 60 64

jag@jag.ge

"ბიზნესის უნარ-ჩვევების" პროგრამის პრეზენტაცია და პედაგოგთა ტრენერთა ტრენინგი ბათუმში

2017 წლის 10, 11 და 12 მარტს, ქ. ბათუმის ამერიკულ კუთხეში „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“ ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა „ბიზნესის უნარ-ჩვევების“ პროგრამის პრეზენტაცია და პედაგოგთა ტრენერთა ტრენინგი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ასევე სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ტრენინგ პროგრამა მოიცავდა 10 აკადემიურ საათს, რომელსაც დაესწრნენ გურიისა და აჭარის რეგიონის პედაგოგები და მოხალისეები სხვადასხვა ბიზნეს სექტორებიდან, რომლებიც პროგრამის გავლის შემდეგ შეძლებენ მოამზადონ პედაგოგები და გამოუმუშავონ ისეთი ცოდნა და უნარები რაც დაეხმარებათ აღნიშნული პროგრამის გაკვეთილების სრულყოფილად და ნაყოფიერად განხორციელებაში.

 

ტრენინგის ფოტოები