JA უნარ-ჩვევების პროგრამა ახალგაზრდებში ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ შერჩეული მასწავლებელი, ბიზნეს მოხალისე ან იმავე სკოლის “მეწარმეობის საფუძვლების” კურსდამთავრებული ასწავლის. თითოეული პროგრამის გაკვეთილებზე სახალისო თამაშები და აქტივობები ხორციელდება. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ეკონიმიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და ეხმარება მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარების განვითარებაში. პროგრამის განხორციელების შედეგად არა მარტო მოსწავლეებს უყალიბდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები არამედ მას დადებითი გავლენა აქვს მასწავლებლის, მშობლის და ზოგადად ადგილობრივი თემის უნარ-შესაძლებლობებზე.
პროგრამა “ჩვენი საზოგადოება” ხელს უწყობს დასაქმებისთვის მზაობის აკადემიური სტანდარტების მიღწევას. მოსწავლეებს განუვითარდებათ პროფესიის შეგრძნება და გააცნობიერებენ, რომ საზოგადოებისთვის ნებისმიერი სამუშაო სასარგებლოა.
პროგრამის მიზნები:
პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:
- დაახასიათონ საზოგადოება;
- გაარჩიონ საზოგადოებაში არსებული პროფესიები და გააცნობიერონ თითოეული სამუშაოსთვის საჭირო სხვადასხვა უნარი;
- გააცნობიერონ, როგორ ეხმარება საზოგადოებას კერძო და სახელმწიფო სამსახური;
- ახსნან, თუ როგორ უწყობს ხელს საგადასახადო სისტემა სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას;
- გაიაზრონ ხმის მიცემის პროცესი;
- აღწერონ ფულის მიმოქცევა საზოგადოების ეკონომიკაში.
მოდულები:
მოდული პირველი: ადამიანები ერთად მუშაობენ საზოგადოებაში
მოსწავლეები შეძლებენ:
- დაახასიათონ საზოგადოება;
- აღწერონ, ადამიანებს როგორ შეაქვთ წვლილი საზოგადოებაში და როგორ სარგებლობენ საზოგადოებისგან;
- გაარჩიონ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა პროფესია და გააცნობიერონ ყოველი მათგანისთვის საჭირო უნარები.
მოდული მეორე: ტკბილი დონატები
მოსწავლეები შეძლებენ:
- განმარტონ ტერმინები: „წარმოების პროცესი”, „პროდუქტი”, „საქონელი” და „მომსახურება”;
- პროდუქციის წარმოების პროცესს ინოვაცია მოარგონ;
- ახსნან, რომ საზოგადოების წევრი ადამიანები ფულს გაწეული შრომის სანაცვლოდ იღებენ.
მოდული მესამე: კერძო და საჯარო სამსახურები
მოსწავლეები შეძლებენ:
- ახსნან, თუ როგორ ეხმარება გადასახადები საჯარო მომსახურების მიწოდებას;
- განსაზღვრონ და ერთმანეთისგან განასხვაონ კერძო და საჯარო სამსახურები.
მოდული მეოთხე: მოდი, მივცეთ ხმა!
მოსწავლეები შეძლებენ:
- პრაქტიკულად გაიარონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
- გააცნობიერონ, რომ ხმის მიცემა არის მოქალაქის ქმედება და შეიტანონ წვლილი საზოგადოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
მოდული მეხუთე: საზოგადოებაში ფულის მიმოქცევა
მოსწავლეები შეძლებენ:
- გაარჩიონ ერთმანეთისგან მონეტის (ფულის ნიშნის) და ფულის ცნებები;
- აღწერონ ფულის მიმოქცევის პროცესი საზოგადოების ეკონომიკაში.
პროგრამა შედგება 5 გაკვეთილისგან და თითოეულ მათგანში მოცემულია:
- მიმოხილვა – მასწავლებლის მიერ ჩასატარებელი აქტივობების მოკლე აღწერილობა.
- მიზნები – სწავლების შედეგებს: რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს მოსწავლე გაკვეთილიდან.
- მომზადება – რჩევებს გაკვეთილის მოსამზადებლად.
- ცნებები და უნარები – ცნებებისა და უნარების ჩამონათვალი ყოველი გაკვეთილისთვის.
- დრო – საშუალო დრო თითოეული გაკვეთილისთვის არის 30 წუთი.
- დასკვნა და შეჯამება – გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება გაკვეთილის მიზნები.
- პირადი მიზნების დასახვა – მოსწავლეების წახალისება, რათა ყოველი აქტივობა დააკავშირონ სასწავლო მიზნებთან და კარიერულ შესაძლებლობებთან.
- დამატებითი აქტივობები – მასწავლებლის მიერ სხვა საგნების გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები, რომლებიც აფართოებს მოსწავლის ცოდნას.
- გაკვეთილის მონახაზი – გაკვეთილის თანმიმდევრული სცენარს, რათა მასწავლებელმა ადვილად შეძლოს მიზნების მიღწევა.
თითოეული გაკვეთილისთვის განსაზღვრულია საჭირო მასალების ჩამონათვალი:
- მასწავლებლის გზამკვლევი
- სერტიფიკატი
- საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათები
- პროგრამის პოსტერი „ჩვენი საზოგადოება“
- სამუშაო ფურცელი „როგორ ფუნქციონირებს საზოგადოება“
- მაგნიტი
- ბარათი
- ბარათების დასტა „პროფესიები“
- ტკბილი დონატების წარმოების პოსტერი
- დონატების ფურცელი
- სტიკერების ფურცელი „ინგრედიენტები“
- მოსწავლის რვეული
- სტიკერების ფურცელი „ბიზნესები“
- სამკერდე ნიშანი „გადასახადების ამკრეფი“
- სათამაშო 5-ლარიანი კუპიურების ფურცელი
- სქემა “გადაწყვეტილების ხე”
- სამუშაო ფურცელი „მიიღე გადაწყვეტილება“
- სათამაშო ქვების შეკვრა
- სტიკერების ფურცელი „მე მივეცი ხმა“
- საარჩევნო ბიულეტენის ფურცელი
- ფურცელი „ფულის ბარათები“
- მუსიკალური CD
- დიდი ოცთეთრიანის ბარათი
- ბიზნესების სამაგიდო ბარათების ნაკრები
პროგრამის განხორციელება:
JA უნარ-ჩვევების პროგრამის მასალებში შედის: მასწავლებლის გზამკვლევი, სასწავლო მასალა და დამხმარე თვალსაჩინო რესურსები.
პროგრამების შეძენის შემთხვევაში მფლობელი საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს და ახორციელებს სასწავლო პროცესს. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც დამრიგებლის საათზე, ისე გაკვეთილების შემდეგ კლუბური მეცადინეობის სახით.
პროგრამების შეძენის შემდეგ პირმა, რომელიც გეგმავს პროგრამის განხორციელებას, მეცადინეობების დაწყებამდე უნდა გაიაროს “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს” პედაგოგთა/ტრენერთა მოსამზადებელი უფასო ტრენინგი. ამით იგი მიიღებს იმ დამატებით გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მას დასჭირდება გაკვეთილების ჩატარებისას.
ტრენინგის ხანგრძლივობაა 6 აკადემიური საათი. იგი მოიცავს სწავლების მეთოდოლოგიას, პროგრამის საბაზისო ცნებების მიმოხილვასა და მეწარმეობის სწავლების თავისებურებებს.
გაკვეთილების დაწყებამდე მასწავლებელმა “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო”-ს ადგილობრივ ოფისს უნდა გადასცეს ინფორმაცია მეცადინეობების გრაფიკისა და პროგრამაში ჩართულ მოსწავლეთა შესახებ სერტიფიკატის დადასტურების მიზნით. “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო” პროგრამის მიმდინარეობისას ჩაატარებს მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მასწავლებლისთვის ინდივიდუალური კონსულტაციების გამართვას.
პროგრამის ღირებულება:
მუნიციპალიტეტის, სკოლის, ბიზნესის წარმომადგენლისა და ორგანიზაციისთვის ღირებულება ერთ მოსწავლეზე:
- ქართულენოვანი – 40 ლარი.
- ინგლისურენოვანი – 70 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები გააკეთებენ პროგრამის
პრეზენტაციას, სადაც დეტალურად გაეცნობით თითოეული პროგრამის სასწავლო მასალებს
ვიზუალურად. ასევე, შესაძლებელია თქვენთვის მისაღები განხორციელების სტრატეგიების შემუშავება.
მოსწავლე, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ან/და რომელიც მოკლებულია მზრუნველობას, პროგრამაში ერთვება უფასოდ, თუმცა აღნიშნული არ უნდა აღემატებოდეს შეძენილი მასალების რაოდენობის 10%-ს.
სკოლისთვის, რომელიც შეიძენს საშუალოდ 15 პაკეტს და მეტს, განხორციელდება ფასდაკლება ჯამური შენაძენის ოდენობის მიხედვით.
საკონტაქტო ინფრმაცია: ტელეფონი: +995 558 56 55 99; ელ.ფოსტა: jag@jag.ge