JA Worldwide ნომინირებულია 2025 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში

შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

ჩვენი რეგიონი (9-დან 11 წლამდე ახალგაზრდებისთვის))

როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ შერჩეული მასწავლებელი, ბიზნეს მოხალისე ან იმავე სკოლის “მეწარმეობის საფუძვლების” კურსდამთავრებული ასწავლის. თითოეული პროგრამის გაკვეთილებზე სახალისო თამაშები და აქტივობები ხორციელდება. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ეკონიმიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და ეხმარება მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარების განვითარებაში. პროგრამის განხორციელების შედეგად არა მარტო მოსწავლეებს უყალიბდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები არამედ მას დადებითი გავლენა აქვს მასწავლებლის, მშობლის და ზოგადად ადგილობრივი თემის უნარ-შესაძლებლობებზე.

პროგრამა “ჩვენი რეგიონი” მოსწავლეებს აცნობს მეწარმეობისა და მასთან გადამკვეთი სოციალური მეცნიერების ადრეულ, პირველი საფეხურების სასწავლო მიზნებს, რომლებიც მოიცავს: ქვეყანას, რესურსებს, მიწოდების ჯაჭვსა და პრობლემის გადაჭრას რისკისა და პოტენციური მოგების შედარების საფუძველზე.

პროგრამის მიზნები:

პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:

  • გააანალიზოს, თუ როგორ იყენებს მეწარმე რესურსებს და თანამშრომლობს სხვებთან საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად;
  • გაიაზროს, გლობალური კონკურენციის გამო, როგორ იცვლება მოთხოვნა თანამშრომლებსა და წარმოებაზე.

მოდულები:

მოდული პირველი: ვარ თუ არა მეწარმე?

მოსწავლეები შეძლებენ:

  • გააცნობიერონ მეწარმის გავლენა საზოგადოებასა და რეგიონზე;
  • შეადარონ წარმატებული მეწარმეების საერთო თვისებები საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს.

მოდული მეორე: რეგიონული რესურსები – მეწარმეობის ინსტრუმენტები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • გაარჩიონ ბუნებრივი, ადამიანური და კაპიტალური რესურსები;
  • გააანალიზონ ის საქონელი და მომსახურება, რომლებიც შეიძლება იწარმოოს რესურსების გამოყენებით.

მოდული მესამე: თამაში “ჰოთ-დოგების დახლი”

მოსწავლეები შეძლებენ:

  • ახსნან ბიზნესის ფინანსური ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვის მნიშვნელობა;
  • აღრიცხონ ბიზნესის შემოსავლები და დანახარჯები;
  • გააცნობიერონ ბიზნესის წარმართვისთვის აუცილებელი ძირითადი საქმიანობა.

მოდული მეოთხე: მეწარმეები – პრობლემების მომგვარებლები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • განახორციელონ ბიზნესში პრობლემის გადაჭრის პროცესი;
  • გააცნობიერონ ბიზნეს – გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული პოტენციური რისკი და ხეირი.

მოდული მეხუთე: ჩემი რეგიონი მსოფლიოში

მოსწავლეები შეძლებენ:

  • გაიაზრონ რესურსების მომწოდებლებს, ბიზნესებსა და მომხმარებლებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება;
  • განახორციელონ მიწოდების ჯაჭვი კონკრეტული წარმოების მაგალითზე.

პროგრამა შედგება 5 გაკვეთილისგან და თითოეულ მათგანში მოცემულია:

  • მიმოხილვა – მასწავლებლის მიერ ჩასატარებელი აქტივობების მოკლე აღწერილობა.
  • მიზნები – სწავლების შედეგებს: რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს მოსწავლე გაკვეთილიდან.
  • მომზადება – რჩევებს გაკვეთილის მოსამზადებლად.
  • ცნებები და უნარები – ცნებებისა და უნარების ჩამონათვალი ყოველი გაკვეთილისთვის.
  • დრო – საშუალო დრო თითოეული გაკვეთილისთვის არის 30 წუთი.
  • დასკვნა და შეჯამება – გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება გაკვეთილის მიზნები.
  • პირადი მიზნების დასახვა – მოსწავლეების წახალისება, რათა ყოველი აქტივობა დააკავშირონ სასწავლო მიზნებთან და კარიერულ შესაძლებლობებთან.
  • დამატებითი აქტივობები – მასწავლებლის მიერ სხვა საგნების გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები, რომლებიც აფართოებს მოსწავლის ცოდნას.
  • გაკვეთილის მონახაზი – გაკვეთილის თანმიმდევრული სცენარს, რათა მასწავლებელმა ადვილად შეძლოს მიზნების მიღწევა.

თითოეული გაკვეთილისთვის განსაზღვრულია საჭირო მასალების ჩამონათვალი:

  • მასწავლებლის და მოხალისის გზამკვლევი 
  • სერტიფიკატი 
  • ბარათი და მაგნიტი 
  • საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათები 
  • მეწარმის პოსტერი 
  • ამოცანის პოსტერები
  • ჩემი თვისებების აღრიცხვის ბარათი 
  • ფლაერი “ჩვენი რეგიონი” 
  • რესურსების ბარათები
  • თამაშის „ჰოთ-დოგის დახლი“ დაფა 
  • თამაშის „ჰოთ-დოგის დახლი” ფულის აღმრიცხველი 
  • ბიზნესდავალებების ბარათები 
  • პრობლემის გადამჭრელი სანიშნეები 
  • პრობლემის გადამჭრელი 
  • მიწოდების ჯაჭვის ფლაერი 
  • მიწოდების ჯაჭვის სტიკერების ფურცლები
  • კომპიუტერის აწყობის მიწოდების ჯაჭვის ფურცელი 
  • სახელის სამაგიდო ბარათი 
  • საშლელიანი ფანქარი 
  • საქართველოს რესურსების რუკა 
  • სათამაშო ქვების შეკვრა
  • კამათელი 

პროგრამის განხორციელება:

JA უნარ-ჩვევების პროგრამის მასალებში შედის: მასწავლებლის გზამკვლევი, სასწავლო მასალა და დამხმარე თვალსაჩინო რესურსები.

პროგრამების შეძენის შემთხვევაში მფლობელი საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს და ახორციელებს სასწავლო პროცესს. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც დამრიგებლის საათზე, ისე გაკვეთილების შემდეგ კლუბური მეცადინეობის სახით.

პროგრამების შეძენის შემდეგ პირმა, რომელიც გეგმავს პროგრამის განხორციელებას, მეცადინეობების დაწყებამდე უნდა გაიაროს “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს” პედაგოგთა/ტრენერთა მოსამზადებელი უფასო ტრენინგი. ამით იგი მიიღებს იმ დამატებით გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მას დასჭირდება გაკვეთილების ჩატარებისას.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 6 აკადემიური საათი. იგი მოიცავს სწავლების მეთოდოლოგიას, პროგრამის საბაზისო ცნებების მიმოხილვასა და მეწარმეობის სწავლების თავისებურებებს.

გაკვეთილების დაწყებამდე მასწავლებელმა “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო”-ს ადგილობრივ ოფისს უნდა გადასცეს ინფორმაცია მეცადინეობების გრაფიკისა და პროგრამაში ჩართულ მოსწავლეთა შესახებ სერტიფიკატის დადასტურების მიზნით. “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო” პროგრამის მიმდინარეობისას ჩაატარებს მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მასწავლებლისთვის ინდივიდუალური კონსულტაციების გამართვას.

პროგრამის ღირებულება:

მუნიციპალიტეტის, სკოლის, ბიზნესის წარმომადგენლისა და ორგანიზაციისთვის ღირებულება ერთ მოსწავლეზე:

  • ქართულენოვანი – 40 ლარი.
  • ინგლისურენოვანი – 70 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები გააკეთებენ პროგრამის
პრეზენტაციას, სადაც დეტალურად გაეცნობით თითოეული პროგრამის სასწავლო მასალებს
ვიზუალურად. ასევე, შესაძლებელია თქვენთვის მისაღები განხორციელების სტრატეგიების შემუშავება.

მოსწავლე, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ან/და რომელიც მოკლებულია მზრუნველობას, პროგრამაში ერთვება უფასოდ, თუმცა აღნიშნული არ უნდა აღემატებოდეს შეძენილი მასალების რაოდენობის 10%-ს.

სკოლისთვის, რომელიც შეიძენს საშუალოდ 15 პაკეტს და მეტს, განხორციელდება ფასდაკლება ჯამური შენაძენის ოდენობის მიხედვით.

საკონტაქტო ინფრმაცია: ტელეფონი: +995 558 56 55 99; ელ.ფოსტა: jag@jag.ge

იყავი მეწარმე (13-დან 19 წლამდე ახალგაზრდებისთვის)

როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ

მეტის ნახვა

ფულზე მეტი (9-დან 12 წლამდე ახალგაზრდებისთვის)

როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ

მეტის ნახვა

ჩვენი ქვეყანა (9-დან 12 წლამდე ახალგაზრდებისთვის)

როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები