როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ შერჩეული მასწავლებელი, ბიზნეს მოხალისე ან იმავე სკოლის “მეწარმეობის საფუძვლების” კურსდამთავრებული ასწავლის. თითოეული პროგრამის გაკვეთილებზე სახალისო თამაშები და აქტივობები ხორციელდება. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ეკონიმიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და ეხმარება მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარების განვითარებაში. პროგრამის განხორციელების შედეგად არა მარტო მოსწავლეებს უყალიბდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები არამედ მას დადებითი გავლენა აქვს მასწავლებლის, მშობლის და ზოგადად ადგილობრივი თემის უნარ-შესაძლებლობებზე.
პროგრამა “ფულზე მეტი” პასუხობს მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებებს – მათთვის ეკონომიკური განათლების სფეროდან საინტერესო, აკადემიური ცოდნის შემძენი და პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული გაკვეთილების მიწოდებით.
პროგრამის მიზნები:
პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:
- უკეთ შეიმეცნონ ფულის ფენომენის საფუძვლები და შიძინონ ფულის შოვნის და ყაირათიანად განკარგვის უნარ-შესაძლებლობები;
- ყოველდღიურ ცხოვრებაში ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ფულის მართვის საჭროების აუცლებლობის გააზრებას.
მოდულები:
მოდული პირველი: ფული ბანკში
მოსწავლეები შეძლებენ:
- განსაზღვრონ ფულის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში;
- განმარტონ პირადი საბანკო ანგარიშის სარგებლის მნიშვნელობა.
მოდული მეორე: ღირებულების აღქმა
მოსწავლეები შეძლებენ:
- განიმტკიცონ ფულის მართვის უნარები ბიზნეს და ეთიკური გადაწყვეტილების მიღების საშუალებით.
მოდული მესამე: შეინარჩუნე ბალანსი
მოსწავლეები შეძლებენ:
- შეუსაბამონ პერსონალური უნარები სამსახურებისა და თვითდასაქმების სახეებს;
- გააცნობიერონ ბაზრის კვლევის არსი;
- დაასახელონ პერსონალური შემოსავლის გაზიარების/გაცემის, დაზოგვისა და ხარჯვის 3-5 გზა.
მოდული მეოთხე: ბიზნესის აწყობა
მოსწავლეები შეძლებენ:
- განსაზღვრონ ბიზნესის დაგეგმვისა და წამოწყების ძირითადი საფეხურები;
- დაითვალონ მიმდინარე ხარჯები და შემოსავლები მცირე ბიზნესისთვის;
- ჩამოაყალიბონ ბიზნეს-გეგმა საკუთარ სამუშაო უნარებსა და ინტერესებზე დაყრდნობით.
მოდული მეხუთე: გახდი SMART–ი!
მოსწავლეები შეძლებენ:
- ივარჯიშონ სამომხმარებლო გადაწყვეტილებების მიღებისას SMART სისტემის გამოყენებაში;
- დაადგინონ, თუ რა განსხვავებაა პირადი და ბიზნესის მიზნებისათვის ფულის ხარჯვას შორის.
მოდული მეექვსე: რა არის სარგებელი?
მოსწავლეები შეძლებენ:
- ამოიცნონ ცრუ რეკლამები;
- მოდელირებულ ბიზნესებში გამოიყენონ ფულის მართვის უნარები;
- მოდელირებულ ბიზნესებში ჩაინიშნონ და თვალყური ადევნონ ფინანსურ შემოსავლებსა და ზარალს.
პროგრამა შედგება 5 გაკვეთილისგან და თითოეულ მათგანში მოცემულია:
- მიმოხილვა – მასწავლებლის მიერ ჩასატარებელი აქტივობების მოკლე აღწერილობა.
- მიზნები – სწავლების შედეგებს: რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს მოსწავლე გაკვეთილიდან.
- მომზადება – რჩევებს გაკვეთილის მოსამზადებლად.
- ცნებები და უნარები – ცნებებისა და უნარების ჩამონათვალი ყოველი გაკვეთილისთვის.
- დრო – საშუალო დრო თითოეული გაკვეთილისთვის არის 30 წუთი.
- დასკვნა და შეჯამება – გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება გაკვეთილის მიზნები.
- პირადი მიზნების დასახვა – მოსწავლეების წახალისება, რათა ყოველი აქტივობა დააკავშირონ სასწავლო მიზნებთან და კარიერულ შესაძლებლობებთან.
- დამატებითი აქტივობები – მასწავლებლის მიერ სხვა საგნების გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები, რომლებიც აფართოებს მოსწავლის ცოდნას.
- გაკვეთილის მონახაზი – გაკვეთილის თანმიმდევრული სცენარს, რათა მასწავლებელმა ადვილად შეძლოს მიზნების მიღწევა.
თითოეული გაკვეთილისთვის განსაზღვრულია საჭირო მასალების ჩამონათვალი:
- მოხალისის და მასწავლებლის გზამკვლევი
- სახელის სამკერდე სტიკერების ფურცელი
- სათამაშო ქვები
- სათამაშო ქვების სტიკერების ფურცელი
- კამათლების შეკვრა
- საშინაო დავალების ფურცელი N1
- საშინაო დავალების ფურცელი N2
- საშინაო დავალების ფურცელი N3
- საშინაო დავალების ფურცელი N4
- საშინაო დავალების ფურცელი N5
- საშინაო დავალების ფურცელი N6
- პირადი საბანკო ანგარიშის ჟურნალი
- სათამაშო დაფა „საზოგადოება/ბიზნესი“
- ბიზნესის საბანკო ანგარიშის ჟურნალი
- ბარათების ნაკრები „ბიზნესგამოწვევები“
- პოსტერი „მომხმარებელი“
- სცენარის ბარათების ფურცელი
- სერტიფიკატი
პროგრამის განხორციელება:
JA უნარ-ჩვევების პროგრამის მასალებში შედის: მასწავლებლის გზამკვლევი, სასწავლო მასალა და დამხმარე თვალსაჩინო რესურსები.
პროგრამების შეძენის შემთხვევაში მფლობელი საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს და ახორციელებს სასწავლო პროცესს. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც დამრიგებლის საათზე, ისე გაკვეთილების შემდეგ კლუბური მეცადინეობის სახით.
პროგრამების შეძენის შემდეგ პირმა, რომელიც გეგმავს პროგრამის განხორციელებას, მეცადინეობების დაწყებამდე უნდა გაიაროს “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს” პედაგოგთა/ტრენერთა მოსამზადებელი უფასო ტრენინგი. ამით იგი მიიღებს იმ დამატებით გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მას დასჭირდება გაკვეთილების ჩატარებისას.
ტრენინგის ხანგრძლივობაა 6 აკადემიური საათი. იგი მოიცავს სწავლების მეთოდოლოგიას, პროგრამის საბაზისო ცნებების მიმოხილვასა და მეწარმეობის სწავლების თავისებურებებს.
გაკვეთილების დაწყებამდე მასწავლებელმა “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო”-ს ადგილობრივ ოფისს უნდა გადასცეს ინფორმაცია მეცადინეობების გრაფიკისა და პროგრამაში ჩართულ მოსწავლეთა შესახებ სერტიფიკატის დადასტურების მიზნით. “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო” პროგრამის მიმდინარეობისას ჩაატარებს მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მასწავლებლისთვის ინდივიდუალური კონსულტაციების გამართვას.
პროგრამის ღირებულება:
მუნიციპალიტეტის, სკოლის, ბიზნესის წარმომადგენლისა და ორგანიზაციისთვის ღირებულება ერთ მოსწავლეზე:
- ქართულენოვანი – 40 ლარი.
- ინგლისურენოვანი – 70 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები გააკეთებენ პროგრამის
პრეზენტაციას, სადაც დეტალურად გაეცნობით თითოეული პროგრამის სასწავლო მასალებს
ვიზუალურად. ასევე, შესაძლებელია თქვენთვის მისაღები განხორციელების სტრატეგიების შემუშავება.
მოსწავლე, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ან/და რომელიც მოკლებულია მზრუნველობას, პროგრამაში ერთვება უფასოდ, თუმცა აღნიშნული არ უნდა აღემატებოდეს შეძენილი მასალების რაოდენობის 10%-ს.
სკოლისთვის, რომელიც შეიძენს საშუალოდ 15 პაკეტს და მეტს, განხორციელდება ფასდაკლება ჯამური შენაძენის ოდენობის მიხედვით.
საკონტაქტო ინფრმაცია: ტელეფონი: +995 558 56 55 99; ელ.ფოსტა: jag@jag.ge