როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება. ასევე, პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან. პროგრამას კლასში სკოლის მიერ შერჩეული მასწავლებელი, ბიზნეს მოხალისე ან იმავე სკოლის “მეწარმეობის საფუძვლების” კურსდამთავრებული ასწავლის. თითოეული პროგრამის გაკვეთილებზე სახალისო თამაშები და აქტივობები ხორციელდება. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ეკონიმიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და ეხმარება მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარების განვითარებაში. პროგრამის განხორციელების შედეგად არა მარტო მოსწავლეებს უყალიბდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები არამედ მას დადებითი გავლენა აქვს მასწავლებლის, მშობლის და ზოგადად ადგილობრივი თემის უნარ-შესაძლებლობებზე.
პროგრამა “იყავი მეწარმე”-ს მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ მაღალ კლასებში სამეწარმეო ინიციატივებს ბიზნესგეგმის ძირითადი კომპონენტების შესწავლის მეშვეობით.
პროგრამის მიზნები:
პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:
- წარმატებული მეწარმის თვისებებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემეცნებას;
- სამეწარმეო იდეის შეფასებას პროდუქტის, მომხმარებლის და კონკურენტული უპირატესობის კრიტერიუმების მეშვეობით;
- ბიზნეს-დაგეგმვის უნარების დემონსტრირებას სამეწარმეო წამოწყებებში, მარკეტინგული, მენეჯერული, საფინანსო და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებას.
მოდულები:
მოდული პირველი: შესავალი მეწარმეობაში
სტუდენტები გაეცნობიან წარმატებული ბიზნესის დაწყების ელემენტებს, მითებს და ფაქტებს მეწარმეობის შესახებ, მონაწილეობას მიიღებენ პროდუქტის შექმნის კონკურსში.
მოდული მეორე: რა არის ჩემი ბიზნესი?
მოსწავლეები პროდუქტისა და სერვისის შესახებ იდეის გასავითარებლად, ირგებენ სხვადასხვა მეწარმის როლებს, უკეთებენ ანალიზს წარმატებული სამეწარმეო საქონელის წყაროებს, რომ შეარჩიონ პროდუქტი ან მომსახურება თავიანთი ბიზნეს გეგმისთვის.
მოდული მესამე: ვინ არის ჩემი მომხმარებელი?
მოსწავლეთა ჯგუფი ქმნის და წარმოადგენს განაცხადს, რათა დემონსტრაცია გაუკეთონ იმას, თუ როგორ მონაწილეობს ბაზრის საჭიროებები, აგრეთვე სამიზნე ჯგუფები წარმატებულ მეწარმეობაში.
მოდული მეოთხე: სამუშაოდან სამუშაომდე
სტუდენტები აფასებენ იმ ფაქტობრივ კომპანიებს, რომლებმაც კონკურენტუნარიანი უპირატესობების არჩევა და გამოყენება შეძლეს.
მოდული მეხუთე: კონკურენტული უპირატესობა
მოსწავლეები იწყებენ თამაშს, რომელიც ასახავს ეფექტურ კონკურენტულ უპირატესობას და იძლევა შესაძლებლობას, რომ შეირჩეს მათთვის საუკეთესო სამეწარმეო საქმიანობა.
მოდული მეექვსე: ეთიკა ბიზნესისთვის
მოსწავლეები სწავლობენ, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ეთიკა ბიზნესის გრძელვადიანი განვითარებისთვის.
მოდული მეშვიდე: ბიზნესგეგმა
წარმატებული მეწარმეების ძირითად ელემენტებს მოსწავლეები იყენებენ თავიანთი პროდუქტის ან მომსახურებისთვის და ადგენენ ბიზნესგეგმას.
პროგრამა შედგება 7 გაკვეთილისგან და თითოეულ მათგანში მოცემულია:
- მიმოხილვა – მასწავლებლის მიერ ჩასატარებელი აქტივობების მოკლე აღწერილობა.
- მიზნები – სწავლების შედეგებს: რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს მოსწავლე გაკვეთილიდან.
- მომზადება – რჩევებს გაკვეთილის მოსამზადებლად.
- ცნებები და უნარები – ცნებებისა და უნარების ჩამონათვალი ყოველი გაკვეთილისთვის.
- დრო – საშუალო დრო თითოეული გაკვეთილისთვის არის 30 წუთი.
- დასკვნა და შეჯამება – გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება გაკვეთილის მიზნები.
- პირადი მიზნების დასახვა – მოსწავლეების წახალისება, რათა ყოველი აქტივობა დააკავშირონ სასწავლო მიზნებთან და კარიერულ შესაძლებლობებთან.
- დამატებითი აქტივობები – მასწავლებლის მიერ სხვა საგნების გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები, რომლებიც აფართოებს მოსწავლის ცოდნას.
- გაკვეთილის მონახაზი – გაკვეთილის თანმიმდევრული სცენარს, რათა მასწავლებელმა ადვილად შეძლოს მიზნების მიღწევა.
თითოეული გაკვეთილისთვის განსაზღვრულია საჭირო მასალების ჩამონათვალი:
- მასწავლებლის და მოხალისის გზამკვლევი
- მოსწავლის ფლაერი
- სერტიფიკატი
- “STEM” უნარების პოსტერი
- პროფესიების სტიკერების ფურცელი
- ბიზნესის როლური-თამაშის სტიკერების ფურცელი
- ბიზნესის თემატური ბარათების ფურცელი
- სამუშაო უნარების ცხრილი
- კარიერული კატეგორიების ბარათების ნაკრები
- რესურსების პოსტერი
- გლობალური საჭიროებების ბარათების ფურცლები
- სათამაშო დაფები ‘’დაუკავშირდით’’
- სათამაშო ბარათების ნაკრები ‘’დაუკავშირდით’’
- სახელის სამაგიდო ბარათი
- კამათელის შეკვრა
- სათამაშო ქვების შეკვრა
- ბაწარი
პროგრამის განხორციელება:
JA უნარ-ჩვევების პროგრამის მასალებში შედის: მასწავლებლის გზამკვლევი, სასწავლო მასალა და დამხმარე თვალსაჩინო რესურსები.
პროგრამების შეძენის შემთხვევაში მფლობელი საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს და ახორციელებს სასწავლო პროცესს. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც დამრიგებლის საათზე, ისე გაკვეთილების შემდეგ კლუბური მეცადინეობის სახით.
პროგრამების შეძენის შემდეგ პირმა, რომელიც გეგმავს პროგრამის განხორციელებას, მეცადინეობების დაწყებამდე უნდა გაიაროს “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს” პედაგოგთა/ტრენერთა მოსამზადებელი უფასო ტრენინგი. ამით იგი მიიღებს იმ დამატებით გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მას დასჭირდება გაკვეთილების ჩატარებისას.
ტრენინგის ხანგრძლივობაა 6 აკადემიური საათი. იგი მოიცავს სწავლების მეთოდოლოგიას, პროგრამის საბაზისო ცნებების მიმოხილვასა და მეწარმეობის სწავლების თავისებურებებს.
გაკვეთილების დაწყებამდე მასწავლებელმა “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო”-ს ადგილობრივ ოფისს უნდა გადასცეს ინფორმაცია მეცადინეობების გრაფიკისა და პროგრამაში ჩართულ მოსწავლეთა შესახებ სერტიფიკატის დადასტურების მიზნით. “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო” პროგრამის მიმდინარეობისას ჩაატარებს მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მასწავლებლისთვის ინდივიდუალური კონსულტაციების გამართვას.
პროგრამის ღირებულება:
მუნიციპალიტეტის, სკოლის, ბიზნესის წარმომადგენლისა და ორგანიზაციისთვის ღირებულება ერთ მოსწავლეზე:
- ქართულენოვანი – 40 ლარი.
- ინგლისურენოვანი – 70 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები გააკეთებენ პროგრამის
პრეზენტაციას, სადაც დეტალურად გაეცნობით თითოეული პროგრამის სასწავლო მასალებს
ვიზუალურად. ასევე, შესაძლებელია თქვენთვის მისაღები განხორციელების სტრატეგიების შემუშავება.
მოსწავლე, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ან/და რომელიც მოკლებულია მზრუნველობას, პროგრამაში ერთვება უფასოდ, თუმცა აღნიშნული არ უნდა აღემატებოდეს შეძენილი მასალების რაოდენობის 10%-ს.
სკოლისთვის, რომელიც შეიძენს საშუალოდ 15 პაკეტს და მეტს, განხორციელდება ფასდაკლება ჯამური შენაძენის ოდენობის მიხედვით.
საკონტაქტო ინფრმაცია: ტელეფონი: +995 558 56 55 99; ელ.ფოსტა: jag@jag.ge