ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოსა და PMI თბილისი, საქართველოს სემინარების სერია იწყება.
პირველი შეხვედრა დაეთმობა შესავალს პროექტების მართვაში, რომელსაც PMI თბილისი, საქართველოს ლიდერი და ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს პრეზიდიუმის წევრი, ბატონი გიორგი ლობჟანიძე გაუძღვება.
აღნიშნული შეხვედრის განმავლობაში, ახალგაზრდები შეძლებენ, განსაზღვრონ პროექტის არსი, ძირითადი ეტაპები და აუცილებელად გასათვალისწინებელი საკითხები, რაც მთავარია, ეცდებიან, დროისა და შეზღუდული ადამიანური რესურსების სწორი გამოყენებით, აქტიურად დანერგონ მართვის სხვადასხვა ფორმა საკუთარი ცხოვრების ყოველდღიურ ასპექტებში.
შეხვედრა იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში.