ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოსა და ჯუნიორ ეჩივმენტი ალუმნი საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე სემინარების სერია “JA კურსდამთავრებულები თანატოლებისთვის” გრძელდება!
შეხვედრა, რომელსაც ჩვენი კურსდამთავრებული და JA საქართველოს ბორდის წევრი, მარიამ ფარქოსაძე გაუძღვება, 2025 წლის 29 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება და დაეთმობა თემას “სოციალური მედიის გავლენა მოსწავლეთა კომპანიაზე”.
სემინარი განკუთვნილია მოსწავლეთა კომპანიებისთვის, სტარტაპებისთვის, მეწარმეებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს გაიგოს, როგორ გამოიყენოს სოციალური მედია ბიზნესის წარმატებისთვის. განიხილება წარმატებული ქეისები, ასევე, სოციალური მედიის პლატფორმების სწორად შერჩევა და გამოყენება, მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა სტარტაპისთვის. სემინარის საფუძვლეზე, მონაწილეები უკეთ გაიაზრებენ, თუ როგორ აქციონ სოციალური მედია და მარკეტინგი სტარტაპის ზრდის მთავარ ინსტრუმენტად სამეწარმეო საქმიანობისას.
სემინარი განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს, ჩართულები არიან პროგრამა „მეწარმეობის საფუძველბი“-ს სწავლების პროცესში.
სემინარზე დასასწრები მოსაწვევის მისაღებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.