ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოსა და PMI თბილისი, საქართველოს სემინარები გრძელდება.
მეხუთე შეხვედრა დაეთმობა პროექტის მონიტორინგსა და კონტროლს, რომელსაც PMI თბილისი, საქართველოს ლიდერი და ბიზნეს პროცესების ციფრული ტრანსფორმაციის ანალიტიკოსი/პროექტის მენეჯერი, მარიამ ჯაყელი გაუძღვება.
აღნიშნული სემინარის ფარგლებში, ვისაუბრებთ პროექტის მართვის მეოთხე და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაზაზე: პროექტის მონიტორინგისა და კონტროლის პროცესზე. განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მონიტორინგისა და კონტროლის მიზნები, ეტაპები და შესრულების მექანიზმები.
შეხვედრის განმავლობაში, განხილული იქნება პროექტის მონიტორინგისა და კონტროლის აუცილებელი კომპონენტები, რესურსების რაციონალური გამოყენების შეფასება, მონაცემების დამუშავება და ანალიზი, შეფასება დასახულ მიზანსა და პროგრესს შორის. ამასთანავე, ყურადღება დაეთმობა პროექტის შესრულების გზაზე აღმოჩენილი დაბრკოლებების აღმოფხვრის, რისკების იდენტიფიცირებისა და პროგრესის შეფასებას.
მიზანია, რომ მონაწილეებმა გაიაზრონ თუ რამდენად მოქმედებს პროექტის პროგრესის მუდმივი განახლების მნიშვნელობა და საჭიროება პროექტის წარმატების ხარისხზე.
სემინარზე დასწრება თავისუფალია და გაიცემა დასწრების სერტიფიკატი.
შეხვედრა იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში.
სემინარის მოსაწვევს მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ.