ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოსა და PMI თბილისი, საქართველოს სემინარები გრძელდება.
მეექვსე და დასკვნითი შეხვედრა დაეთმობა პროექტის დახურვას, რომელსაც PMI თბილისი, საქართველოს ლიდერი პროგრამებისა და პროექტების მენეჯერი, კონსულტანტი (PMP) თამთა ლომთაძე გაუძღვება.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან, თუ რას გულისხმობს პროექტის დახურვის ფაზა, განიხილავენ პროექტის, მათ შორის პროექტის ფაზის, კომპონენტის ან კონტრაქტის ფორმალურად დახურვის პროცესებსა და აუცილებელ ნაბიჯებს.
სემინარზე, ასევე, განხილული იქნება პროექტის დახურვისას გასათვალისწინებელი პროცედურები, შეფასებისა და ანგარიშგების (reporting) საკითხები. ტრენინგი გარკვეულწილად შეაჯამებს პროექტის მართვასთან დაკავშირებულ თემებს, რაც სემინარების ფარგლებში განიხილეს მონაწილეებმა.
ტრენინგის შემდგომ, მონაწილეებს ეცოდინებათ პროექტის წარმატებით დახურვისათვის საჭირო პროცესებისა და პროცედურების შესახებ და ექნებათ შესაძლებლობა ექნებათ, მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, როგორც აკადემიურ ისე პროფესიულ საქმიანობაში.
სემინარზე დასწრება თავისუფალია და გაიცემა დასწრების სერტიფიკატი.
შეხვედრა იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში.
სემინარის მოსაწვევს მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ.