მოსწავლეთა კომპანიის რეგისტრაცია
შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

პროექტის დაგეგმვის პროცესი

პროექტის დაგეგმვის პროცესი

ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოსა და PMI თბილისი, საქართველოს სემინარები გრძელდება.

მესამე შეხვედრა დაეთმობა პროექტის დაგეგმვის პროცესს, რომელსაც PMI თბილისი, საქართველოს ლიდერი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის სამსახურის სტრატეგიული ანალიტიკოსი, ასევე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიწვეული ლექტორი, ქალბატონი სალომე ვერულაშვილი გაუძღვება.

აღნიშნული შეხვედრის განმავლობაში, ახალგაზრდები შეძლებენ, განსაზღვრონ, თუ რა ეტაპებს გადის პროექტის დაგეგმვის პროცესი. ასევე, ისწავლიან, თუ როგორ ყალიბდება პროექტის მიზნები, ღირებულებები და შესრულების ინდიკატორები დაგეგმვის ეტაპზე და რა მნიშვნელობა აქვთ მათ პროექტის წარმატებაში. 

ტრენინგზე ასევე, განხილული იქნება პროექტის დაგეგმვის აუცილებელი კომპონენტები, როგორებიცაა: პროექტის ფარგლების დადგენა, რესურსების დაგეგმვა, დროის მართვა, ხარისხის სტანდარტების განსაზღვრა, დაინტერესებული მხარეების (სტეიკჰოლდერების) ანალიზი, საკომუნიკაციო გეგმის ჩამოყალიბება და პროექტის რისკების შეფასება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტების დაგეგმვის ტრადიციულ და Agile მიდგომებს შორის განსხვავებების განხილვას, რაც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გაიგონ თანამედროვე პროექტის მართვის ტენდენციები. 

ტრენინგის შემდგომ, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, როგორც აკადემიურ ისე პროფესიულ საქმიანობაში. ისინი შეძლებენ გამოიყენონ ტრადიციული დაგეგმვის, agile-ისა და ინტეგრირებული მიდგომების პრინციპები. ეს დაეხმარებათ მათ, უკეთ მოერგონ პროექტის გარემოს ცვლილებებს და უზრუნველყონ პროექტის წარმატებული დაგეგმვა და განხორციელება. 

სემინარზე დასწრება თავისუფალია და გაიცემა დასწრების სერტიფიკატი.

შეხვედრა იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში.

სემინარის მოსაწვევს მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ.

გაზიარება

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები