ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოსა და PMI თბილისი, საქართველოს სემინარები გრძელდება.
მეოთხე შეხვედრა დაეთმობა პროექტის განხორციელებას, რომელსაც PMI თბილისი, საქართველოს ლიდერი და არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი SiNC”-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ჯანგულაშვილი გაუძღვება.
შეხვედრის განმავლობაში, ახალგაზრდები შეძლებენ გაანალიზონ პროექტის განხორციელების ეტაპზე, რა ასპექტები უნდა აკონტროლონ და როგორ, ცვლილებების, დამოკიდებულებების, რისკებისა და პროექტის ხარისხის მართვას სხვადასხვა ტექნიკებით, გაეცნობიან დაინტერესებული მხარეებთან კომუნიკაციის გეგმას, შეისწავლიან მომხმარებლებთან ეფექტურად კომუნიკაციას და მომხმარებლის კმაყოფილების გაზომვის სხვადასხვა გზებს.
ტრენინგზე მონაწილეები გაეცნობიან პროექტის გუნდის ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკებსა და ინსტრუმენტებს, რაც მნიშვნელოვანია გუნდის მართვისთვის და პროექტის სტატუსის განახლებების შესახებ, დაინტერესებულ მხარეებთან და გუნდის წევრებთან კომუნიკაციისთვის.
ახალგაზრდები შეისწავლიან ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გუნდის ეფექტურობაზე, გუნდის განვითარების ეტაპებზე და გაარკვევენ, თუ უნდა როგორ მართონ გუნდის დინამიკა და უზრუნველყონ ეთიკური და ინკლუზიური გარემო მაღალი ფუნქციონირების გუნდებისთვის, რომლებმაც უნდა იმუშაონ ერთად პროექტის მიზნების მისაღწევად.
სემინარზე დასწრება თავისუფალია და გაიცემა დასწრების სერტიფიკატი.
შეხვედრა იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში.
სემინარის მოსაწვევს მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ.