ინოვაციების ბანაკი: ინოვაციები და ტექნოლოგიები

2025 წლის, 27 დეკემბერს, სსიპ – მიხეილ განფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლაში, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო, ჯუნიორ ეჩივმენტი ალუმნი საქართველოსთან და ავერსი ფარმასთან თანამშრომლობით, მართავს ინოვაციების ბანაკს თემაზე,„ინოვაციები და ტექნოლოგიები“.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 55-მდე მოსწავლე ქვემოთ ჩამოთვლილი სკოლებიდან:
სსიპ – მიხეილ განფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლა;
სსიპ – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლა;
სსიპ – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლა;
სსიპ – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლა.

ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც 15-დან 18 წლამდე ახალგაზრდები თავს იყრიან კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. ასევე, ახალგაზრდები სწავლობენ, თუ როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში მათ აქვთ წვდომა მათთვის საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე.

ღონისძიების ოფიციალურად გახსნამდე მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებში (ჯგუფში 5 მოსწავლე). მონაწილეები შეიძლება არ იცნობდნენ ერთმანეთს, ამიტომ მათ მალევე უნდა მოახერხონ ჯგუფში ადაპტირება და ეფექტიანი სამუშაო გეგმის შედგენა.

გუნდების ფორმირების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები გაეცნობიან ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზე იმუშავებენ 12 საათის განმავლობაში. აღნიშნული ბიზნეს ამოცანა იქნება სპეციფიური და რეალური პრობლემების შესახებ. ეს კი ითვალისწინებს, რომ ისინი ღრმად უნდა გაეცნონ მოცემული მიმართულებებით ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, კარგად უნდა შეისწავლონ ინდუსტრია, სახელმწიფოს მოქმედების სტრატეგია და განავითარონ ისეთი საქონლის და/ან მომსახურების კონცეფცია, რომელიც დაეხმარებათ მათ პრობლემის სწორად და ეფექტურად გადაჭრაში. მონაწილეებს ეყოლებათ გამოცდილი მენტორები სხვადსხვა სექტორიდან, რომლებიც გაუწევენ ინტენსიურ კონსულტაციებს, მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას და დაეხმარებიან იდეების განვითარებაში.

ღონისძიებაზე თითოეული გუნდი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნესგეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც დღის ბოლოს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.

გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება სიმბოლური საჩუქრებით ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოსგან და ავერსი ფარმასგან, ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცემა 120-ზე მეტ ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის..

ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სკოლის წარმომადგენელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა, რის შემდეგაც ორგანიზაციის წარმომადგენელი დაუკავშირდება და მიაწვდის შემდგომ ინსტრუქციებს.

გაზიარება

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები