მოსწავლეთა კომპანიის რეგისტრაცია
შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

დაჩქარებული სწავლა ChatGPT-ის გამოყენებით

დაჩქარებული სწავლა ChatGPT-ის გამოყენებით

ხელოვნური ინტელექტი არის მანქანის უნარი, ადამიანური ინტელექტის მსგავსად, იფიქროს, ისწავლოს და გადაჭრას პრობლემები.

AI ჩატბოტები არიან პროგრამული აპლიკაციები, რომლებიც შექმნილია ადამიანის საუბრის სიმულაციისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მათ შეუძლიათ მომხმარებლებთან ურთიერთობა ტექსტის ან ხმის საშუალებით, შეკითხვების ან ბრძანებების გაგება და პასუხის გაცემა. 

2024 წლის 28 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება სემინარი სახელწოდებით   

 „დაჩქარებული სწავლა ChatGPT-ის გამოყენებით “, რომელსაც ბესტსელერის, „Top Grade System” ავტორი, ორგანიზაციის „Learn Easy with AI non-profit, Georgia” ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი, პოლ ჰითლენდი გაუძღვება.

სემინარი მოიცავს სამ ფუნდამენტურ საკითხს, რათა გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი სწავლის დაჩქარებისა და ნებისმიერი საგნის მარტივად დაუფლებისთვის. 

სემინარის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ:

  • როგორ გამოიყენოთ ChatGPT უფრო სწრაფად სწავლისთვის სპეციალიზებული ინსტრუქციებით;
  • როგორ დავავალოთ ChatGPT გაიგოს და გადაჭრას თქვენი კონკრეტული სახელმძღვანელოს გამოწვევები;
  • როგორ გამოიყენოთ ChatGPT თქვენი მეხსიერების გასაზრდელად და გამოცდების დროს, ყველაფრის გასახსენებლად.

სემინარი გაიმართება ინგლისურ ენაზე!

გაზიარება

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები