წლის სამეწარმეო სკოლა 2025

TES Award (The Entrepreneurial School Award) არის ყოველწლიური ინიციატივა, რომელსაც @JA Europe ხელმძღვანელობს და მიზნად ისახავს მეწარმეობის განათლების სფეროში წარმატებული სკოლების აღიარებასა და წახალისებას ევროპის მასშტაბით. TES Award 2015 წლიდან გადაეცემა სკოლებს, რომლებიც გამოირჩევიან მეწარმეობისადმი განსაკუთრებული ერთგულებით. ყოველწლიურად თითოეული ქვეყნის JA ორგანიზაცია ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას ქვეყანაში, რომელიც აღიარებულია ევროპის დონეზე, როგორც საუკეთესო სამეწარმეო სკოლა. […]
7-9 სექტემბერს მეწარმეობის მასწავლებელთა მოსამზადებელი 3 დღიანი ტრენინგი ჩატარდა

2024 წლის 7-9 სექტემბერს, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში პროგრამა “მეწარმეობის საფუძვლები”-ს მასწავლებელთა მოსამზადებელი ონლაინ ტრენინგი გამართა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სასწავლო დაწესებულების 49 წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგზე განხილული იქნა პროგრამის განახლებული ვერსია, მასწავლებლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და სწავლების მეთოდიკის შესახებ. […]
წლის მასწავლებელი 2024

2024 წლის მეწარმეობის საუკეთესო მასწავლებელი ნანა კუპრეიშვილი გახდა! ნანა უკვე 6 წელია ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესი”-ში მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მისი მენტორობით მოსწავლეთა არაერთი წარმატებული კომპანია შექმნილა. პრიზი ყოველწლიურად მასწავლებლებს გადაეცემათ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით, ხელს უწყობენ სამეწარმეო განათლების პოპულარიზაციას და მოსწავლეებს აძლევენ მოტივაციას, იყვნენ ინოვატორები. #Gen_E#WeAreJA#JACompany#JAGeorgiaJA EuropeNana KupreishviliGeorgian-American International School Progress • Kutaisi
“ბიზნესის უნარ-ჩვევების” პროგრამის პედაგოგთა ტრენერთა ტრენინგი ქუთაისში

2017 წლის 25-26 თებერვალს, ქ. ქუთაისში „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“ სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგი“-თან თანამშრომლობით და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა „ბიზნესის უნარ-ჩვევების“ პროგრამის პედაგოგთა ტრენერთა ტრენინგი. პროგრამა მოიცავდა 10 აკადემიურ საათს, რომელსაც დაესწრნენ იმერეთის რეგიონის პედაგოგები და სამეცნიერო–ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგის” მოხალისეები, რომლებიც პროგრამის გავლის შემდეგ შეძლებენ მოამზადონ პედაგოგები და გამოუმუშავონ ისეთი ცოდნა და […]
“ბიზნესის უნარ-ჩვევების” პროგრამის პრეზენტაცია და პედაგოგთა ტრენერთა ტრენინგი ბათუმში

2017 წლის 10, 11 და 12 მარტს, ქ. ბათუმის ამერიკულ კუთხეში „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“ ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა „ბიზნესის უნარ-ჩვევების“ პროგრამის პრეზენტაცია და პედაგოგთა ტრენერთა ტრენინგი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ასევე სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ტრენინგ პროგრამა მოიცავდა […]