ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ JA Europe-ის 2024 წლის “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ 2024 წელს ბრიუსელში გამართულ JA Europe-ის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო. მოდელი ორგანიზაციის ჯილდო ხაზს უსვამს გამორჩეული ლიდერობის, ინოვაციებისა და სტრატეგიული ინიციატივების აშკარა განვითარებასა და წარმატებას JA ქსელში. როგორც ახალგაზრდებში მეწარმეობისა და ფინანსური განათლების ხელშემწყობი წამყვანი ორგანიზაცია, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართველი ახალგაზრდების გაძლიერებაში. […]