მოსწავლეთა კომპანიის რეგისტრაცია
შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

სოციალური საწარმოების აქსელერაციაში ჩართვის წესები და გრანტის გაცემის პირობები

პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში, სოციალური მეწარმეობის ტრენინგის გავლის შემდეგ, ახალგაზრდებს გაქვთ  შესაძლებლობა, განახორციელოთ თქვენი იდეა, გადახვიდეთ სოციალური საწარმოს აქსელარაციაზე, რეალურად წამოიწყოთ წარმატებული სოციალური საწარმო, ჩაერთოთ სხვადასხვა კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება თქვენი კომპანიის გასაფართოვებლად. 

აქსელერაციის ეტაპზე, დაგენიშნებათ ინდივიდუალური მენტორი, შევაფასებთ საწარმოს პოტენციალს, დაგეხმარებით რეგისტრაციაში (საჯარო რეესტრში) და გაგიწევთ ინკუბაციას. 

აქსელარაციის ეტაპზე, განაცხადის შემოტანა შეუძლია, როგორც ინდივიდუალურად, 1 პირს, ასევე გუნდს 2-ზე მეტი წევრით. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ინდივიდსაც და გუნდსაც, რომლის წევრები არაინ 17-დან 24 წალმდე ახალგაზრდები და გავლილი აქვთ პროექტის “აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით” ტრენინგ კურსი, “აქსელერატორ X | სოციალური მეწარმეობა”.

აქსელერაციაზე რეგისტრაციისთვს წარმოდგენილი უნდა იყოს: 

  1. სოციალური საწარმოს კანვას ბიზნესმოდელი (ფორმა #1) 
  2. სოციალური საწარმოს ხიბლის ბანი (ფორმა #2) 

აღნიშნული დოკუმენტაცია იხილეთ აქ: 

რეგისტრაციის ვადები: 2024 წლის 30 ოქტობრიდან – 15 ნოემბრამდე!

ორივე ფორმა უნდა გამოიგზავნოს ჩვენს ელ-ფოსტაზე: jag@jag.ge

დამატებითი კონსულტაციებისთვის დაგვიკავშირდით: +995 558 56 55 99 

გრანტის მიღების პირობები

გრანტი გაიცემა იმ სოციალურ საწარმოზე, რომელიც:

  • გადავა აქსელერაციის ეტაპზე და წარმატებით გაივლის კურსს;
  • კურსის დასრულების შემდეგ დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

საგრანტო თანხის ოდენობაა მინიმუმ 400-დან, 2000 ევროს ექვივალენტი ლარში.

პროგრამა “აქსელერაცია X | სოციალური მეწარმეობა” მომზადდა პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, EU4Youth პროგრამით.

სოციალური საწარმოების აქსელერაციაში ჩართვის წესები და გრანტის გაცემის პირობები

პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში, სოციალური მეწარმეობის ტრენინგის გავლის შემდეგ, ახალგაზრდებს გაქვთ  შესაძლებლობა, განახორციელოთ თქვენი იდეა, გადახვიდეთ სოციალური საწარმოს აქსელარაციაზე,

მეტის ნახვა

აქსელერაცია X | სოციალური მეწარმეობა

სოციალური მეწარმეობის პრეაქსელარაციის უნიკალური პროგრამაა, რომელიც ეფუძნება Junior Achivment-ის ასწლოვან გამცდილბას, თანამედროვე სოციალური მეწარმეობის მიდგომებს და ევროსაბჭოს მეწარმობრივ კომპეტენცების ჩარჩოს. 

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები