მოსწავლეთა კომპანიის რეგისტრაცია
შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ JA Europe-ის 2024 წლის “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ 2024 წელს ბრიუსელში გამართულ JA Europe-ის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო. მოდელი ორგანიზაციის ჯილდო ხაზს უსვამს გამორჩეული ლიდერობის, ინოვაციებისა და სტრატეგიული ინიციატივების აშკარა განვითარებასა და წარმატებას JA ქსელში.

როგორც ახალგაზრდებში მეწარმეობისა და ფინანსური განათლების ხელშემწყობი წამყვანი ორგანიზაცია, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართველი ახალგაზრდების გაძლიერებაში. სხვადასხვა პრაქტიკული პროგრამის მეშვეობით, ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს მეწარმეობისა და კარიერული მზაობის აუცილებელი უნარების განვითარებაში, რაც მათ კონკურენტულ გარემოში წარმატებისთვის ამზადებს. ჩვენი შრომის შედეგი კი ზუსტად შეესაბამება JA Europe-ის ფართო მისიას – შთააგონოს და მოამზადოს ახალგაზრდები წარმატებისთვის.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2024 წელს JA Worldwide მესამედ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. ეს აღიარება ასახავს ორგანიზაციის გლობალურ გავლენას, ხელი შეუწყოს ეკონომიკური შესაძლებლობების წინსვლასა და მშვიდობას. 

სალვატორე ნიგრომ, JA Europe-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნა: „საუკეთესო JA წევრების დაჯილდოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი მთელი ქსელის შთაგონებისთვის, რათა 2050 წლისთვის ყოველწლიურად 20 მილიონი ახალგაზრდა ევროპელის ამბიცია რეალობად ვაქციოთ. ჩვენ მადლობას ვუხდით JA წევრებს, რომლებმაც სრულად გაითავისეს JA-ის სტრატეგიული მიმართულებები და გამოიჩინეს მზაობა ახალგაზრდებისთვის ეფექტიანი სასწავლო გამოცდილების მისაცემად. ასევე, ვულოცავთ JA Spain-ს TJ Bata Quality Award 2024-ის მოპოვებას, რადგან მრავალი წელია ვაკვირდებით ორგანიზაციის უწყვეტ ზრდასა და წარმატებას.“

შეხვედრა ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების და მწვანე გადასვლის მხარდასაჭერად“ ფარგლებში

2025 წლის 15 და 17 იანვარს ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს წარმომადგენლებმა ხაშურსა და ზუგდიდში, ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების

მეტის ნახვა

სოციალური საწარმოების საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონებში

2024 წლის, 24 ნოემბრიდან – 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ, პროექტის “აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით” ფარგლებში, საქართველოს 5 რეგიონში (აჭარა,

მეტის ნახვა

სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი შეხვედრა

2024 წლის 12 და 13 ოქტომბერს, ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი პალასი“-ში, პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში, სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი

მეტის ნახვა

პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე

2024 წლის, 7 ნოემბერს, PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე ავღნიშნეთ. #IPMDay არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ეძღვნება

მეტის ნახვა

ნანა კუპრეიშვილი ნომინირებულია JA ევროპის წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოზე

გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია საქართველოს 2024 წლის მეწარმეობის  საუკეთესო მასწავლებლის, ნანა კუპრეიშვილის შესახებ, რომელიც ქვეყნის სახელით, ნომინირებულია JA ევროპის წლის საუკეთესო

მეტის ნახვა

7-9 სექტემბერს მეწარმეობის მასწავლებელთა მოსამზადებელი 3 დღიანი ტრენინგი ჩატარდა

2024 წლის 7-9 სექტემბერს, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები