JA Worldwide ნომინირებულია 2025 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში

შემოგვიერთდი
Search
Close this search box.

წლის სამეწარმეო სკოლა 2025

TES Award (The Entrepreneurial School Award) არის ყოველწლიური ინიციატივა, რომელსაც @JA Europe ხელმძღვანელობს და მიზნად ისახავს მეწარმეობის განათლების სფეროში წარმატებული სკოლების აღიარებასა და წახალისებას ევროპის მასშტაბით. 

TES Award 2015 წლიდან გადაეცემა სკოლებს, რომლებიც გამოირჩევიან მეწარმეობისადმი განსაკუთრებული ერთგულებით. ყოველწლიურად თითოეული ქვეყნის JA ორგანიზაცია ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას ქვეყანაში, რომელიც აღიარებულია ევროპის დონეზე, როგორც საუკეთესო სამეწარმეო სკოლა.

ნომინაციის პროცესი:
JA ორგანიზაციის თითოეული წევრი ქვეყნიდგან ასახელებს ერთ სკოლას, რომელსაც შეარჩევს აპლიკაციების და თანამშრომლობის ისტორიის საფუძველზე.

თუ თქვენს სკოლაში ისწავლება მეწარმეობა და სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებში სამეწარმეო უნარების განვითარებას შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და წარადგინეთ სკოლა “წლის სამეწარმეო სკოლა 2025”-ის ნომინაციაზე.

აპლიკაციების მიღება გაგრძელდება 2025 წლის, 20 აპრილის ჩათვლით.

დამატებითი შესაძლებლობა:

საქართველოს წლის სამეწარმეო სკოლის ევროპის პლატფორმაზე წარდგენის შემდეგ JA Europe-ის კომიტეტი, განიხილავს JA ქვეყნების მიერ წარდგენილ TES სკოლების აპლიკაციებს და შეარჩევს 10 საუკეთესო სკოლას, რომელებსაც დაუფინანსებს ერთი წარმომადგენლის მონაწილეობას GEN-2025 ღონისძიებაზე, ათენში, 2-4 ივლისს. (გაითვალისწინეთ, რომ მგზავრობისა და სხვა ხარჯები არ შედის დაფინანსებაში).

შეხვედრა ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების და მწვანე გადასვლის მხარდასაჭერად“ ფარგლებში

2025 წლის 15 და 17 იანვარს ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს წარმომადგენლებმა ხაშურსა და ზუგდიდში, ახალი პროექტის ‘’პროფესიული სასწავლო პროგრამები სოფლის განვითარების

მეტის ნახვა

სოციალური საწარმოების საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონებში

2024 წლის, 24 ნოემბრიდან – 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ, პროექტის “აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით” ფარგლებში, საქართველოს 5 რეგიონში (აჭარა,

მეტის ნახვა

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ JA Europe-ის 2024 წლის “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ 2024 წელს ბრიუსელში გამართულ JA Europe-ის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე “მოდელი ორგანიზაციის ჯილდო” მიიღო.

მეტის ნახვა

სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი შეხვედრა

2024 წლის 12 და 13 ოქტომბერს, ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი პალასი“-ში, პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში, სოციალური საწარმოების მენტორთა მოსამზადებელი

მეტის ნახვა

პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე

2024 წლის, 7 ნოემბერს, PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად პროექტის მენეჯერების საერთაშორისო დღე ავღნიშნეთ. #IPMDay არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ეძღვნება

მეტის ნახვა

ნანა კუპრეიშვილი ნომინირებულია JA ევროპის წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოზე

გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია საქართველოს 2024 წლის მეწარმეობის  საუკეთესო მასწავლებლის, ნანა კუპრეიშვილის შესახებ, რომელიც ქვეყნის სახელით, ნომინირებულია JA ევროპის წლის საუკეთესო

მეტის ნახვა

ჩვენ შესახებ

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო და ფინანსური განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში.

კონტაქტი

გამოიწერეთ არხები